Home » მე, მოქალაქე » “მე, როგორც რიგით მოქალაქეს მიჩნდება კითხვა- სად წავიდა ეს თანხები?!!”

“მე, როგორც რიგით მოქალაქეს მიჩნდება კითხვა- სად წავიდა ეს თანხები?!!”

რუბრიკა

მე, მოქალაქე…

სოციალურ ქსელში აქტივისტი, მოქალაქე ნინო გოგოლაშვილი ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

რა ჰქვია ამას? !!!
🤯🤯🤯🤯გთავაზობთ სიღნაღის მუნიციპალიტეტი -ს მიერ გავრცელებულ ტექსტს უცვლელად 👈
⚠️დღეს კი წნორის მცხოვრებლები ამ სკვერის ფოტოებს ავრცელებენ სიციალურ ქსელში 🆘️🆘️🆘️

☑️სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში დასასვენებელი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
☑️პროექტი, რომლის ღირებულებაც 135 666 ლარია, კალათბურთის სათამაშო მოედნის, საბავშვო ატრაქციონების, გარე განათების სისტემის მოწყობას, შადრევნის რეკონსტრუქციის, სკამების და ნარჩენების ურნების განთავსებას ითვალისწინებდა.
☑️დასასვენებელი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. #სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია #ინფრასტრუქტურულიპროექტები2018″

პოსტის წაკითხვის შემდეგ თავად ნინოს დავუკავშირდით:

ეს არის ქ. წნორის რეაბილიტირებული სკვერი , რომლის აღდგენაცა და გახსნაც დიდი ზარზეიმით გვამცნო მუნიცუპალიტეტის მერიამ, სადაც მათივე ინფორმაციით 135 666ლარია დახარჯული… შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს რეალურად რა გაკეთდა…

მე, როგორც რიგით მოქალაქეს მიჩნდება კითხვა- სად წავიდა ეს თანხები? რატომ ჩაიბარა მერიამ ამ მდგომარეობაში სკვერი და ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე? არ მინახავს ასეთი ვანდალიზმი რაც ამ უნიათო, თვითმმართველობის და მერის პირობებში დაატყდა თავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურას..

პატივცემულ გოგი გოგილაშვილს სიღნაღის გალავანის გადაღებვა დაბეტონება შერჩა და ამ სკვერს ვინ იდარდებსო იფიქრაა… ეს არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის საქმის კეთების ნათელი მაგალითი. პ.ს სიღნაღის მულიციპალიტეტის მერი ხმათა უმრავლესობით იქნა არჩეული და ასე დაუფასა მოქალაქეებს მერმა… სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ჰქონდეთ ბერკეტი არჩეული თანამდებობიდან უკან გაიწვიონ თანამდებობის პირი. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა… დროა ვიფიქროთ ამ კუთხით გავზარდოთ სამოქალაქო საზოგადოების თვითშეგნება, საჭიროებებზე პედალირება მოქალაქეების მხრიდან ყველა მოუგვარებელ პრობლემაზე… საკმარისია სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემოხვიდე ჰაერშიც იგრძნობა სიდუხჭირე, დაცლილი სოფლების კვნესა… ვინმემ უნდა მოსთხოვოს პასუხი ამ პარაზიტებს, ან ხალხმა, ან გუბერნიამ, ან მთავრობამ…

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრი ვაზიანის სამხედრო ბაზებზე მივიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში მე-4 მექანიზებული და მე-5 საარტილერიო ბრიგადები მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს ...