Home » F-vews » “მომიტევეთ, უბრალოდ ასე მეფიქრა! ვიმეტებთ შვილებს…სამშობლოში პერსპექტივას ვერ ვუქმნით!..”

“მომიტევეთ, უბრალოდ ასე მეფიქრა! ვიმეტებთ შვილებს…სამშობლოში პერსპექტივას ვერ ვუქმნით!..”

ირაკლი შიხიაშვილი

-“სამშობლოს ხეს, ოფლთან ერთად, წმინდა, მოწამოებრივი სისხლიც სჭირდება სარწყავად”-ო!ბრძანა აკაკაკი წერეთელმა.

რაც დრო გადის, ღმერთო მაპატიე, მაგრამ ვრწმუნდები, რომ სისხლით საზღაურის გარეშე, ჩვენში უნიათობის, გულგრილობის, ბოღმის, შურის, საქართველოს მოძულეობის, უსიყვარულობის, დაუნდობლობის, ფარისევლობის, მოჩვენებითობის,მოღალატეობის ცოდვები, ვერ ჩამოგვერეცხება!!! დიდხანს გვითმენს უფალი და დიდხანს გვიფარავს ღვთისმშობელი, სამშობლოზე ზრუნვას და პასუხისმგებლობას გადაჩვეულებს!
გვითმენენ იმიტომ, რომ ვუყვარვართ!
მაგრამ უკვე სამართლიანობა ითხოვს ჩვენს დასჯას, რომ მთლიანად არ გადავჯიშდეთ!
რადგან ჩვენ,ერი თითქოს დადამბლავებულნი, იმუნიტეტ გამოცლილნი, სხვის ხელშემყურენი, აღარ ვიბრძვით მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის! ვიმეტებთ შვილებს უცხო ქვეყნებში გადასახვეწად!
იმიტომ, რომ სამშობლოში პერსპექტივას ვერ ვუქმნით!

ღმერთი უსაზღვრო სიყვარულია, მაგრამ სამართლიანად-მკაცრიც!

მომიტევეთ, უბრალოდ ასე მეფიქრა!

Facebook Comments
x

Check Also

აქციაზე ძალიან ბევრნი ვიქნებით, ათასები…

მარიამ ახალკაცი უმრავლესობის აქციასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კომენტარი აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. თორნიკე რიჟვაძის კომენტარს ...