Home » თქვენი სათქმელი » “საერთო რუსული ნარატივია ზელენსკის კლოუნად მოხსენიება…”

“საერთო რუსული ნარატივია ზელენსკის კლოუნად მოხსენიება…”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”

-პოლიტიკური პროცესების შეფასება საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეების, პოლიტიკოსების, თუნდაც ექსპერტებად წოდებული ადამიანების ფასეულობების, მენტალობის და თუნდაც იმის დასანახად არიან თუ არა ისინი სუს-ის ან კრემლის აგენტები. ანაც უბრალოდ სასარგებლო ან ნატურალური იდიოტები.
საერთო რუსული ნარატივია ზელენსკის კლოუნად მოხსენიება. აი როგორც პარლამენტის უმრავლესობას ჩატებში უგზავნიან ინსტრუქციებს ისეა ჩაშვებული ეს ნარატივი ყველა პრორუსული ძალის ინსტრუქციად საქართველოშიც. თუ გინდა გაიგო რა ძალაზე მუშაობს ესა თუ ის პიროვნება, ამ შეფასებას მიაქციეთ ყურადღება.

ადამიანის პროფესია არანაირ კავშირში არ არის ხალხის არჩევანთან. უკრაინელმა ხალხმა გააკეთა ფუნდამენტური არჩევანი ოლიგარქიულ “რუსულ სამყაროსა” და ცივილიზებულ ევროატლანტიკურ ოჯახს შორის და უარი უთხრა უკრაინელ “ბიძინა ივანიშვილებს”. უკრაინელებმა დიდი ბრძოლის, სისხლის ღვრისა და წამების ფასად მოიპოვეს ეს არჩევანი და ეს შედეგი. ამიტომ არის საამაყო ეს ფაქტი ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ძალიან კარგად იცის იმ ფასეულობათა მნიშვნელობა რომელზეც დგას ცივილიზებული სამყარო.

ვინც ზელენსკის კლოუნად მოიხსენიებთ ამ ისტორიული ქარტეხილის ჟამს ყველა რუსეთუმეები და კომფორმისტები ხართ!

Facebook Comments
x

Check Also

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ინიციატივით, საინიციატივო ჯგუფი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ...