Home » მთავარი » “შემთხვევით არ არის ის, რომ ხორციელდება შემოწმებები…”

“შემთხვევით არ არის ის, რომ ხორციელდება შემოწმებები…”

შ.პ.ს. ნილი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა.  ირკვევა, რომ ბაღების მომმარაგებელ კომპანიას, შ.პ.ს. ნილს ბავშვებთან შეჰქონდა არა რძის ნაწარმი, როგორც ამას კონტრაქტი ავალდებულებდა, არამედ მისი შემცვლელი პროდუქტი, რაც რიგ შემთხვევაში მცენარეულ ცხიმებზე იყო დამზადებული.

საჯარო ბაღებში გამოვლენილ დარღვევებს თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმაურება.

„როდესაც ხდება ხოლმე ასეთი დარღვევები შესაბამისი რეაგირება და ქმედებების განხორციელება ხდება ჩვენი მხრიდან და შემთხვევით არ არის ის, რომ ხორციელდება შემოწმებები. რა თქმა უნდა, ეს მომავალშიც გაგრძელდება იმისთვის, რომ ჩვენ ყველანაირად დაცულები ვიყოთ, რომ არასწორი პროდუქტები არ შევიდეს და არა მხოლოდ საბავშვო ბარებში, ზოგადად,“ – განაცხადა კალაძემ.

საქმე ეხება სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგებს, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ბაღებში შეტანილ არაჟანში ცხოველური ცხიმების ნაცვლად მცენარეული ცხიმია აღმოჩენილი, ყველში კი – რძის ფხვნილი.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...