Home » მთავარი » ემზარ კვიციანი და „ქურდული ტრადიციები“…

ემზარ კვიციანი და „ქურდული ტრადიციები“…

ემზარ კვიციანმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას კანონმდებლობის ის ნორმა გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა დასჯადია.

„მინდა შევეხო ერთ თემას, რასაც ჰქვია „ქურდული ტრადიციები“ და ამ 223-ე პრიმა მუხლს, რომელიც ახალგაზრდა ქართველების გენოციდისთვის არის გამოგონებული. ხუთი ახალგაზრდა დაიჭირეს იმის გამო, რომ 20-20, თუ 30 ლარი ვიღაცა “კანონიერი ქურდის” დედას შეუგროვეს იმისთვის, რომ ჩავიდეს თავის შვილთან. ან რა არის ეს “ქურდული ტრადიციები”, ვინმე დაფიქრებულა ამაზე?!“ – თქვა დეპუტატმა.

კვიციანის თქმით, ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, კავკასიური ტრადიციებიდან და, რატომღაც, “ქურდული” დაარქვეს:

„ჩვენ კიდევ ამ კავკასიური და ქართული ტრადიციების გულისთვის ციხეში გავუშვათ ყველა და მაშინ ჩავსხდეთ ყველა ციხეში. ამასთან დაკავშირებით მართლა რაღაცაა მოსაფიქრებელი. ეს არის სპეციალურად გაკეთებული. გასაგებია, რომ რუსეთს აწყობდა, მთელი “ქურდული სამყარო” წასულიყო დასავლეთში, რომ გაეკონტროლებინა მთელი ქუჩა დასავლეთში, მაგრამ ჩვენ, ქართველები რა შუაში ვართ?“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

Facebook Comments
x

Check Also

პატრიარქი – არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის”, – ამის შესახებ ...