Home » მთავარი » აბიტურიენტებო, ყურადღება! ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირება დღეს 18:00 საათამდე შეგეძლებათ

აბიტურიენტებო, ყურადღება! ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირება დღეს 18:00 საათამდე შეგეძლებათ

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დღეს 18:00 საათზე დასრულდება. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მსურველები გამოცდებისთვის ვეღარ დარეგისტრირდებიან.

ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო. გამოცდებში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციას ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე www.naec.ge და online.naec.ge გადიან. რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შესახებ კი დადასტურებას ელექტრონულ ფოსტაზე იღებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპიანია. პირველ ეტაპზე, აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი.

7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ ტესტის ტიპის შეცვლის საშუალება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებსაც.

აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ მშვიდობისმყოფელებს მართვის ცენტრიდან მიულოცა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ...