You are here
ალექსანდრე ახალკაცს მოსამართლემ 1500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა მთავარი სამართალი 

ალექსანდრე ახალკაცს მოსამართლემ 1500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სულ რამდენიმე ხანია თბილისის საქალაქო სასამართლოში ალექსანდრე ახალკაცის საქმის პროცესი დასრულდა. „გამოცდა ხელბორკილების“ ავტორს მოსამართლემ 1500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ალექსანდრე ახალკაცი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ის სტრანსბურგში გააგრძელებს დავას შს სამინისტროს წინააღმდეგ.

მოსამართლემ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება დაემორჩილა მინისტრის ბრძანებას, რომელიც მას მურუსიძემ გადასცა!!! და სრულიად უდანაშულო კაცს დამიწერა 1500 ლარის ჯარიმა, რადგან 22 მარტს ინგა გრიგოლის ეთერში გახარიამ თქვა რომ მე დამნაშავე ვიყავი, სასამართლოს ჩატარებამდე 10 დღით ადრე!

პოლიციის მიერ წარმოდგენილ კადრებში ჩემი მხრიდან ერთადერთი ცოტა უხეში სიტყვა რაც ისმოდა იყო,, მიშას დროს უნამუსო და კრიმინალი” პოლიციელები მუშაობდნენ-თქო. გახარიამ ეთერიდან მოუწოდა პოლიციელებს გააკეთონ უფრო მეტი.

მოსამართლე ლაშამ თვალი დახუჭა ჩემს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე, თვალი დახუჭა ჩემი ცემის ფაქტზე, თვალი დახუჭა ჩემი გატაცების ფაქტზე, თვალი დახუჭა იმაზე რომ დაკავების შემდეგ არ განმახორციელებიმეს ზარი!!!

გახარია ბოლომდე ჩაგყვები ამ საქმეზე, ვერ ეღირსები საქართველოში ვანოს პოლიციის დაბრუნებას, და სიტყვა უსინდისო თუ სალანძღავი სიტყვაა პირდაპირ გეუბნები შენ ხარ უსინდისო და უთავმოყვარეო მინისტრი!!!-აცხადებს ახალკაცი.

Comments

comments

Related posts