Home » ბლოგი » „მივხვდი, რაღაც ბინძური გარიგების მონაწილე ვიყავი“ – აიძულეს! და ქვეყნიდან წავიდა…

„მივხვდი, რაღაც ბინძური გარიგების მონაწილე ვიყავი“ – აიძულეს! და ქვეყნიდან წავიდა…

ქეთი მიქაძე

დინა მირცხულავა ის აქტური მოქალაქეა, რომელსაც არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ სოციალური ქსელის დიდი ნაწილი იცნობს.

დინა ის პოზიტივი გოგოა, რომელიც რომც არ იცნობდე გეიმედება, რომ სადღაც ახლოს არის..

დინა თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, ბრძოლის ჟინით შეპყრობილი, შეუპოვარი, პირდაპირი და ბოლომდე გამტანი….აი, ასეთი გავიცანი 2012 წელს , როცა მას ინფო9-ის მიკროფონი ეჭირა და ბოლომდე იხარჯებოდა…

ვერაფრით დავიჯერე, რომ დინამ საქართველო დატოვა!

დღეს შექმნილ ფონზე, როცა ყოველდღე უამრავი ადამიანი ტოვებს საქართველოს, თითქოს გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ ეს ხომ დინაა, ვიცი ბევრს გაუკვირდება ახლა-დინამ დატოვა საქართველო????

დინას  დავუკავშირდი.

დინა, საქართველო  დატოვე. მე რომ გიცნობ, ე.ი. ძალიან ცუდად გრძნობდი აქ თავს და…სამსახურიც, როგორც ვიცი ვერსად იშოვე.

სულ რამდენიმე დღეა, რაც საქართველო დავტოვე და საფრანგეთში წამოვედი…არ შეიძლება სამშობლოში თავს ცუდად გრძნობდე, მაგრამ იძულებული გავხდი. მარტო არ ვარ, შვილი მყავს, რომელსაც ორი წლიდან მარტო ვზრდი და არ მინდა ჩემი დაძაბული ცხვრების რიტმს შეეჩვიოს…ბოლო დროს ვმუშაობდი, მანამდე იყო სამწლიანი უმუშევრობა…

ორი ომი მაქვს საკუთარი თვალით ნანახი – აფხაზეთის ომში დედაჩემის კალთას ამოფარებული ბავშვი ვიყავი და დიდი თავლებით ვიყურებოდი, აგვისტოს ომში თვითონ ვიყავი დედა და ჟურნალისტიც…

აგვისტოს ომის გახსეენება ძალიან მიჭირს, თუმცა ოდესმე ამაზეც ვილაპარაკებ ალბათ, მაგრამ ახლა არა.

2008 წლის მერე ჟურნალისტობა „შემიჩერდა“ და 2012 წლამდე აღარ გავკარებივარ ამ სფეროს.

2012 წელს იმედი გაჩნდა ხლხში, იმის იმედი რომ, ომის შემოქმედი ნაციონალური მოძრაობა დატოვებდა ხელისუფლებას და მეც დავბრუნდი ჟურნალისტიკაში.

ინფო 9 – ზე დავიწყე მუშაობა. აღარ გავგრძელდები, ახსოვს საქართველოს ჩემი იქაური ამბები – „დიდგორობაზე“ პოლიციის ალყაში მოხვედრილი ინფო 9, ბორჯომის ამბები და მამუკა ხვედელიანის მუქარა, იგივე „სპიკესი“… მაშინ ამ უკანასკნელ ამბავს ტაბუ დაედო, მერე მივხვდი, რატომაც…გატეხილი მიკროფონები, კამერები, სათვალეები, მობილურები… ინფო 9 -ის თანამშრომლები გმირები ვიყავით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გმირები ვიყავით და საზარბაზნე ხორცებად გამოგვიყენეს…

ბორჯომიდან მცხეთაში გადმომიყვანეს, აქ კიდევ ადგილობრივი ხელისუფლების სამიზნე გავხდი…ჯერ კიდევ კანდიდატი იყო დეპუტატობის „ქართული ოცნებიდან“, არ დაიზარა და ინფო 9 -ის დირექტორთან ჩავიდა თბილისში ჩემს დასაბეზღებლად – მგონი, ნაციონალია, ნაციონალი მეგობარი ჰყავსო… მანანა ელიაშვილმა თქვა მაშინ – თქვენ თუ არ გჭირდებათ დინა მირცხულავა მე მჭირდებაო და თბილისში გადამიყვანა.

სინამდვილეში კი ამბავი ის იყო, რომ კადრები მქონდა, რომელიც არ უნდა გადამეღო – ნუგზარ ხუხუნაიშვილი წეროვნის დასახლებაში პირდაპირ მანქანის „კაპოტზე“ ხმების (ნაცინალური მოძრაობისთვის) სანაცვლოდ ჰპირდებოდა ხალხს საცხოვრებელი ფართების დაკანონებას და რაღაც ქაღალდებზე აწერინებდა ხელს… რა მოხდა მერე იცით ?! ეს ნუგზარი, როცა „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა გამგებლის მოადგილედ დაინიშნა და როგორ ფიქრობთ, სადმე მიმიღებდა ?! ანუ რეალურად ნაცები არსად არ წასულან…

ახლა მე ვუსვამ კითხვას ჩემი რაიონის დეპუტატს – მურუსიძე ჩინჩალაძის ხელისუფლებაში ყოფნა არ „გიტყდებათ“, იმ ფონზე როცა მე ნაცი მეგობარი მყავდა ?!

იცით როდის მივხვდი, რომ რაღაც ბინძური გარიგების  მონაწილე ვიყავი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მისი პრემიერობის დროს მილიონობით ვალი ჩამოაწერა „რუსთავი 2“- ს (კონკურენტ ტელევიზიას) და 2013 წელს ჩვენი ტელევიზია დახურა და ვერ გეტყვით, რამდენი მილიონის ღირებულების ტექნიკა აჩუქა იმავე „რუსთავი 2“- ს.

სამი წელი სახლში დამსვეს, მაგრამ არ იყო ცუდი, ნოველების წერა დავიწყე და უკვე მწერლის ამპლუაში გავაცანი ქვეყანას დინა მირცხულავა, არ ვიცი რამდენად კარგი მწერალი ვარ, ამას მკითხველი გადაწყვეტს.

მერე საკრებულოში მოვხვდი… იქ ჯერ ადგილობრივ გაზეთში ამიკრაძლეს წერა და მერე სამსახურიდანაც გამომიშვეს, რომ წერა არ იცისო. სულე მეცინება ამაზე.

-ამდენი წლის მანძილზე სულ იბრძვი. მახსოვს ერთ-ერთმა პირველმა თქვი, რომ იმედი გაგიცრუვდა. იქნებ ასეთი მწვავე სტატუსების და განცხადებების გამო ვერ მოიკიდე ფეხი ?

კარგი კითხვაა. მართლაც ერთ – ერთი ვიყავი, ვინც ღალატის სუნი იგრძნო და საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი. ასაკითაც პატარა ვიყავი და გამიჭირდა იმ სიბინძურესთან შეჯახება. თუმცა ისევ დინა მირცხულავობა სჯობია….

კრიტიკულ წერილებს სულ ვწერდი სხვადასხვა სააგენტოებსა თუ ჩემს ფეისბუქ გვერდზე, ამიტომაც არაერთხელ გამიტეხეს ფეისბუქი.ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ძალიან კრიტიკული ვიყავი, იმიტომ რომ ჩემმა და შენმა მოყვანილმა „ქართულმა ოცნებამ“ მცხეთაში პირველი ტური პირწმინდად წააგო, საზოგადოებამ სილა გააწნა ხელისუფლებას, ხალხს სამართლიანობა სჭირდება და არა კოაბიტაცია…მაშინ ვწერდი, ბოდიში მომიხადეთ მეთქი, დამიბარეს და იქეთ მოვუხადე ბოდიში… არ მინდა ქვეყნიდან წასულმა, აქედან ვიჭორავო, ოდესმე ვიპოვნი სამართალს ალბათ…

-საქართველოში დინა მირცხულავა ძალიან ბევრ ადამიანს უყვარსდა ამას სოციალურ ქსელშიც ვხედავთ , ეს შენი წიგნის პრეზენტაციაზეც გამოჩნდა. არ გწყდება გული რომ წახვედი? –როგორ ფიქრობ, დაბრუნდები საქართველოში?

ადამიანების სიყვარული ყველაზე დიდი რამაა, რაც მაქვს…მაგან გამაძლებინა აქამდე. ვერ აგიხსნით ჩემს ფეისბუქზე რა ხდება ამ დღეებში, რამხელა სიყვარულს მიგზავნიან, როგორ მეფერებიან, როგორ მომტირიან, თვითონაც არ ველოდი ამას…ჩემი წიგნის პრეზენტიცია საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში, ზღვა ყვავილებისა და ზღვა ცრემლების ფონზე…

როცა უსაფრთხოდ ვიგრძნობ თავს, როცა ნაც-ქოცები მოშორდებიან ჩემს ქვეყანას, ჩემს რაიონს, ჩემს ქალაქს და მეცოდინება ჩემს შვილს საფრთხე არ ემუქრება აუცილებლად დავბრუნდები… ბოლოსდაბოლოს ჩემი ძმის საფლავი მეგულება ჩემს სამშობლოში და ის დამაბრუნებს….

P.S. დინას ვუსმენდი, ახლა თქვენც რომ მოუსმენთ ვიცი რამდენი დაინახავთ მსგავსებას თქვენს  და დინას ისტორიას შორის, თუმცა …. ფაქტი ერთია-სირცხვილია დინასნაირი ადამიანები ქვეყნიდან რომ მიდიან! არა! არ მიდიან-უბრალოდ იძულებულს ხდიან!!!!

Facebook Comments
x

Check Also

“ერთი დრო არავის შერჩენია, ჭირი თავად არ მალავს თავს…”

არჩილ გამზარდია -ერთი დრო არავის შერჩენია. წინა ხელისუფლებასაც არ შერჩა გამოხატვის თავისუფლების ჩაქრობა, არც მიმდინარეს ...