Home » ინტერვიუ » “სააკაშვილს პირდაპირ ვუთხარი, რომ შეუძლია 9 აპრილს ჩამოსვლა, თუ ვერ გარისკავს…”

“სააკაშვილს პირდაპირ ვუთხარი, რომ შეუძლია 9 აპრილს ჩამოსვლა, თუ ვერ გარისკავს…”

9 აპრილი ახლოვდება, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ამასთანავე ამაღელვებელი დღე.

ფეისბუქზე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ნიკოლოზ ლეკიშვილის პირდაპირი ჩართვა ვნახეთ, სადაც იქ ყველას 9 აპრილს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

GmTV ნიკოლოზ ლეკიშვილს დაუკავშირდა.

-საკმაოდ დიდი ჩართვა იყო, იქნებ ძირითადი მესიჯები გვითხრათ, რაზეც ვრცლად საუბრობთ.

9 აპრილთან დაკავშირებითაც გავაკეთე განცხადება. ავტვირთე ჩემს გვერდზე ვიდეო. მოვუწოდე 9 აპრილის ღამეს ყველას რუსთაველზე მოსვლა, ქართველების თანადგომა, ერთად დგომა. ამ დღეს მაინც ვიდგეთ ერთად განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისთქო. ვახსენე მამა კახაბერ გოგოტიშვილი (რუსეთში ჩვენი ეკლესიის წარმომადგენელი) ახლობელია ჩემი ოჯახის, ვთხოვე მთელი ჩვენი ეკლესიის გაფრთხილება რომ მოვიდნენ ამ ღამეს (00.01 წუთზე, ანუ 8 აპრილის ღამის 12 ზე 9 რომ დგება) რუსთაველზე. ვთქვი რომ პატრიარქიც იქნება ისევე როგორც 30 წლის წინ, ამ დღესაც თავის ხალხთან.

დღეს სავარაუდოდ (ან ხვალ) პირადად ვესტუმრები საპატრიარქოში. სალომე ზურაბიშვილს როგორც პრეზიდენტს მოვუწოდე ასევე თანადგომა. მეტიც, მ.სააკაშვილს პირდაპირ ვუთხარი, რომ შეუძლია 9 აპრილს ჩამოსვლა. ამის შემდეგ კი მეორე დღიდან მართლსაჯულება იტყვის მასზე თავის სამართლიან სიტყვას.

9 აპრილს კი ისიც იქნება თავის ხალხთან. (თუ ვერ გარისკავს და ვერ ჩამოვა, შეხვედრა ჩემსა და მიშას შორის ევროპაში შედგება მაისში. ჩვენ უკვე შეთანხმებული ვართ ამაზე. შევეცდები შევცვალო პარადიგმა და მისი აგრესიული პოლიტიკა ნორმალურ ფარგლებში მოვაქციო. ბევრი გვექნება სასაუბრო მოკლედ)

იგივე მოწოდებით ბ.ივანიშვილსაც მივმართე. მის შესახებ საუბრის დროს მოვყევი ისტორია, რომელიც ერთ ერთ დახურულ შეხვედრაზე მოხდა. მას ვესწრებოდი მეც. განვმარტე მიზეზები ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილი რის საფუძველზე შემოვიდა. ჩემი კლასელი და მეგობარია ლაშა დარსალია (საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) მას ვთხოვე დახმარება და მთელ მთავრობასთან ერთად 9 აპრილს რუსთაველზე მოსვლა.

ერთადერთი რაცაა ცუდი ისაა რომ ამ ყველაფერს მედიის არცერთი საშუალება არ აშუქებს. არც ერთი სააგენტო. მე უკვე მეღიმება ამ ყველაფერზე.

-9 აპრილს რუსთაველზე თქვენი ბებია დაიღუპა.

-დიახ, 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე ჩემი აღმზრდელი ბებია, თინათინ ენუქიძე დაიღუპა. სწორედ ამ დღეს მინდა შედგეს 30 წლის მერეც ქართველთა ერთად დგომა. ამის შემდეგ კი რაღაც ახალი და განსაკუთრებულის დაწყება ჩვენს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მოვუწოდე რუსთაველზე მოსვლისკენ ლევან ვასაძესაც. მოკლედ, მე ზედმეტ დაპატიჟებას არავის ვუპირებ. მემგონი ისედაც უნდა ხვდებოდეს თავისითაც ადამიანი ამ დღეს სად უნდა იდგეს, მითუმეტეს 30 წელი სრულდება.

-ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა, იმედია კიდევ მოგვეცემა საუბრის საშუალება, რადგან ახლა ისეთ თემას ეხებით, არ გვინდა სხვა თემაზე გავამახვილოთ ყურადღება, მაგრამ 9 აპრილის მერე კი დავსვამთ ამ კითხვებს.

Facebook Comments
x

Check Also

“მე პირადად ყველაზე მძიმედ ვარ დღეს…”

ლევან ვასაძე -“უცნაურს რამეს ვიტყვი, ამ უმძიმესი სამი დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კვირა დღეა, ...