Home » მთავარი » დაპირისპირება ზუგდიდში, საარჩევნო კამპანია იძაბება

დაპირისპირება ზუგდიდში, საარჩევნო კამპანია იძაბება

სამართალდამცველებსა და ოპოზიციას შორის ინციდენტი მოხდა. დაკავებულია “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი პატარაია, საკრებულოს წევრი ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია.

დასახლებაში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იმყოფებოდა, რომელიც  საარჩევნო შეხვედრებს მართავდა. მერობის კანდიდატის გადაადგილებას დაუდგენელი პირები უთვალთვალებდნენ.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცადნენ, გაერკვიათ, ვინ იყვნენ უცნობი პირები და რატომ დაჰყვებოდნენ ისინი მერობის კანდიდატს.

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...