Home » მთავარი » შაქარიშვილმა და ჯიშკარიანმა “ოცნებაში” თავიანთი ადგილი ვეღარ იპოვეს…

შაქარიშვილმა და ჯიშკარიანმა “ოცნებაში” თავიანთი ადგილი ვეღარ იპოვეს…

ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა “ქართულ ოცნებაში” თავიანთი ადგილი ვეღარ იპოვეს. საკრებულოს უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდი 2012 წლის ღირებულებებს ასცდა. იდეურ სიახლოვეს, ახლა უფრო მეტად დავით მაღრაძის მოძრაობასთან ხედავენ.

რაც შეეხება წასვლას, მიზეზად კი, ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მსგავსად, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებენ.

“მათი ისტორია სწორედ 2012 წლიდან დაიწყო. ისინი ჩვენზე უფროსებიც არიან ასაკით, მაგრამ მათ არასდროს ჰქონიათ პროტესტი სანდრო გირგვლიანზე ახალგაზრდა ბიჭზე, რომელიც ოქროყანის ტყეში აწამეს. ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ამომავალია ეს თემა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ასე სვამს პარტიის თავმჯდომარე საკითხს: ლევან მურუსიძე არის გმირი, ხოლო დანარჩენი, ვინც სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის უფლებებს იცავდნენ, 7 ნოემბრის და 26 მაისის სადარაჯოზე იდგნენ, ყველანი არიან ნაცების წისქვილზე წყლის დამსხმელი, რა თქმა უნდა, მიუღებელი და შეურაცხმყოფელია”, – ამბობს ჯაბა ჯიშკარიანი.

აღსანიშნავია, რომ მათ საკრებულოს უმრავლესობის დატოვების შესახებ ჯერ კიდევ მაშინ განაცხადეს, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა და პარტია ეკა ბესელიამ და მისმა თანაგუნდელებმა დატოვეს.

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...