You are here
კორუფცია – კვლევის ახალი შედეგები მთავარი საზოგადოება 

კორუფცია – კვლევის ახალი შედეგები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” მორიგი კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. ამჯერად კვლევა კორუფციის მაჩვენებელს ეხებოდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 2000 მოქალაქე გამოკითხა. კვლევის ცდომილება 2,3% ია.

კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყანაში კორუფციის მაჩვენებელი მაღალია და მაღალჩინოსნები თანამდებობებს პირადი ინტერესებისთვის იყენებენ.

გამოკითხული მოსახლეობის 59%-ის აზრით, მაღლჩინოსნები ბოროტად იყენებენ თანამდებობას. რაც შეეხება, ნეპოტიზმს, გამოკითხულთა 91% აფიქსირებს, რომ ხელისუფლების წევრები თანამდებობას ბოროტად იყენებენ ახლობლების დასაქმებისთვის.

მოსახლეობის 86% კი ფიქრობს, რომ თანამდებობის პირები თანამდებობას თავიანთი ბიზნესის მფარველობისთვის იყენებენ.

გარდა ამისა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 51 პროცენტი ამბობს, რომ ხელისუფლება გავლენიან ადამიანებთან დაკავშირებით კორუფციის ფაქტებს არ იძიებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 48 პროცენტი თვლის, რომ ხელისუფლება ხელს აფარებს ოთარ ფარცხალაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს და ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელს.

Comments

comments

Related posts