Home » მთავარი » ” მცდელობაა გადაიხედოს მარადიული ღირებულებები და ფასეულობები…”

” მცდელობაა გადაიხედოს მარადიული ღირებულებები და ფასეულობები…”

თბილისის საკრებულოს წევრმა, ვატო შაქარიშვილმადაიცავი საქართველოს შეკრებაზე განაცხადა, რომ „რა რეალობაში ამოვყავით თავი 7 წლის შემდეგ – ის ხალხი, ვის კისერზეც არის ოჯახური ტრაგედიები, ვინც ქუჩაში დევნიდა, დღეს ის ადამიანები სამართლიანობის ეტალონებად წარმოაჩინეს“.

ვატო შაქარიშვილმა აღნიშნა, რომ საგანგაშო სიმპტომია, როდესაც დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ხდება იმ ადამიანების დაცვა, ვინც წინა რეჟიმთან ასოცირდება.

„რა რეალობაში ამოვყავით თავი 7 წლის შემდეგ – ის ხალხი, რეალურად, ვისთანაც იყო დაკავშირებული უამრავი უდანაშაულო ადამიანის დასჯა, ვის კისერზეც არის ოჯახური ტრაგედიები, ვინც ქუჩაში დევნიდა, დღეს ის ადამიანები სამართლიანობის ეტალონებად წარმოაჩინეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და განგაშის მომცემი სიმპტომი, რადგან მცდელობაა გადაიხედოს მარადიული ღირებულებები და ფასეულობები – სასამართლოში, პარლამენტში, ზოგადად, პოლიტიკაში კეთილსინდისიერება, პატიოსნება, კომპეტენცია უფრო ბარიერი გახდა დღეს, ვიდრე ხელისშემწყობი ფაქტორი. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა,“ – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...