You are here
,,ვასრულებთ წინასაარჩევნო დაპირებებს” – ზღვისუბანში ახალი ბაღის მშენებლობა იწყება მთავარი პოლიტიკა 

,,ვასრულებთ წინასაარჩევნო დაპირებებს” – ზღვისუბანში ახალი ბაღის მშენებლობა იწყება

თამარ ტალიაშვილის შუამდგომლობით ზღვისუბანში(თემქა) ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის შუამდგომლობით ზღვისუბნის(თემქა) მე-3 მკ/რ-ში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

თამარ ტალიაშვილმა ტერიტორია დღეს მუნიციპალიტეტისა და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.

,,ვასრულებთ წინასაარჩევნო დაპირებებს, ახალი ბაღის მშენებლობა, პირველ რიგში, მოხსნის გადატვირთულობის პრობლემას და უფრო მეტ ბავშვს ექნება სკოლამდელი განათლების სერვისის სარგებლობის შესაძლებლობა. დიდი მადლობა ქალაქის მერს, კახა კალაძეს, ეს იქნება მეორე ახალი ბაღი ზღვისუბნისთვის, ორი წლის წინ ურეკის ქუჩაზე 113- ე ბაღი ავაშენეთ.’’- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

უახლოეს პერიოდში ბაღის შენობის პროექტი მომზადდება. ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული იქნება.

Comments

comments

Related posts