Home » მთავარი » „ჩემთვის მნიშვნელოვანია ზღვისუბნის მოსახლეობის ყოველღიურ საჭიროებებზე ზრუნვა…”

„ჩემთვის მნიშვნელოვანია ზღვისუბნის მოსახლეობის ყოველღიურ საჭიროებებზე ზრუნვა…”

თამარ ტალიაშვილი ზღვისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაობს გაეცნო

თბილისის საკრებულოში ზღვისუბნის (თემქის) მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი, ზღვისუბნის მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ზღვისუბნის მე-11 მ/რ-ის პირველ კვარტალში ჩატარდა საყრდენი კედლის გამაგრებითი სამუშაოები, ასევე დაიგო გზა, ბორდიური და ტროტუარი.

დეპუტატის განცხადებით, ზღვისუბნის მე-4 მ/რ-ში, თანამედროვე სტანდარტის სპორტული მოედნის კეთილმოწყობა ხდება, რამდენადაც პრიორიტეტულია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. მიმდინარე წელს, ზღვისუბნის კიდევ ორი სტადიონს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.

„ჩემთვის, როგორც საკრებულოში არჩეული დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია ზღვისუბნის მოსახლეობის ყოველღიურ საჭიროებებზე ზრუნვა და მათი პრობლემების მოგვარება. ამ ადგილას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები და სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ, რომლებიც განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებენ“ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა

Comments

comments

x

Check Also

„თუ ეკა ბესელია თვლის, რომ ამ კადრებმა თვითონ მეტად დააზიანა, მე არ ვთვლი…”

გიორგი ვოლსკი: ბრალდებებით, ცრუპენტელობით და ტყუილებით სახელმწიფოს მიმართ არის სერიოზული სტრატეგიული ომი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ...