Home » მთავარი » ხეებზე დატოვებული საპროტესტო გზავნილები…

ხეებზე დატოვებული საპროტესტო გზავნილები…

22 თებერვალს ანაგის მოსახლეობამ სიღნაღის მერს სასაფლაომდე მისასვლელი გზის გასაკეთებლად დრო აღდგომამდე მისცა.

ვრცლად იხ.

http://www.gmtv.ge/55311-2/

დრო გავიდა, აღდგომა 1 კვირის მერე იქნება, გზა კი….

დღეს ანაგელებმა ცუდი ამინდის მიუხედავად თვითმმართველობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

– სანიაღვრეების გაკეთებასა ვითხოვთ უკვე წლებია და თვითმმართველობა სირაქლემას პოზიციაშია. ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების ნაცვლად კი თვითმმართველობა ჯიპებს ატენდერებს იმ არგუმენტით რომ მუნიციპალიტეტში ვერ ივლიან სედანის ტიპის მანქანებით. ჩვენ რავქნათ რიგითმა მოქალაქეებმა?

დღეს შევიკრიბეთ რათა თვითმმართველობას და შესაბამის პასუხისმგებელ ორგანოებს მივაწვდინოთ ხმა, რომ აქ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ, თუმცაღა სოფელი დაცლილია მიგრააციაა ბუნებრივია ვის ექნება ასეთ სოფელში ცხოვრების სულვილი?-ამბობენ აქციის მონაწილეები.

მოსახლეობა ამბობს, რომ სანამ მათი კანონიერი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტი იქნება და შესაძლოა აქციებმა პერმანენტული ხასიათიც მიიღოს.

Facebook Comments
x

Check Also

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. თავდაცვის ...