Home » მედიცინა » ჰირუდოთერაპია რადიკულიტის სამკურნალოდ შეუცვლელია 📞555533725 ან 📞568824978

ჰირუდოთერაპია რადიკულიტის სამკურნალოდ შეუცვლელია 📞555533725 ან 📞568824978

დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ წურბელა იძლევა სამკურნალო ეფექტს სისხლის გამოშვების ხარჯზე, თუმცა, შემდგომ წურბელის ნერწყვში აღმოაჩინეს განსაკუთრებული ნივთიერება – ჰირუდინი, რომელიც ანელებს სისხლის შედედებას, თავიდან გვაცილებს თრომბების წარმოქმნას, წინააღმდეგობას უწევს ანთებას და ა.შ.
უკანასკნელი 50-60 წლის განმავლობაში ჰირუდოთერაპიამ თანამედროვე სამეცნიერო დასაბუთება მიიღო. ამავე დროს მეცნიერებმა გამოავლინეს მთელი რიგი ფერმენტები, რომლებსაც უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვთ.

ჰირუდოთერაპიით იკურნება უამრავი დაავადება, მათ შორის რადიკულიტიც

გვესაუბრება მარიამ გელაშვილი, ჰირუდოთერაპევტი, ჰირუდოთერაპიის აკადემიის ხელმძღვანელი
დამატებითი კითხვებით მიმართეთ ტელ: 555533725 ან 568824978

ნებისმიერი კითხვისთვის დარეკეთ მითითებულ ნომრებზე

-რადიკულიტი ნიშნავს ფესვის ანთებას. ეს არის დორსოპათიების ძალიან გავრცელებული ფორმა. ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ: კისრის მხარ-კისრის გულმკერდის გავა-წელის, ხოლო მიმდინარეობს მიხედვით- მწვავეს და ქრონიკულს

რადიკულიტის მიზეზები:

მიზეზი სხვადასხვაა: ორგანიზმის გადაციება, ზურგის კუნთების სპაზმი, ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევა, ზედმეტი დატვირთვა, მკვეთრი მოძრაობები, ინფექცია და ყველასათვის ცნობილი ოსტეოქონდროზი, ტრამვები
რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები რომლებიც ეწევიან მძიმე ფიზიკურ შრომას, ჯდომითი სამუშაოს მქონე პირები, განსაკუთრებით აღსანიშნავია კომპიუტერს მიჯაჭვული ადამიანები — მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე რისკის ქვეშ არიან სპორტსმენები, ადამინები, რომლებსაც აქვთ არანორმირებული სამუშაო დღე, სხვადასხვა ტიპის ტრავმები და ა. შ.

რა სიმპტომებით ხასიათდება რადიკულიტი?

-როგორც წესი, რადიკულიტის ძირითადი ნიშანი არის სხვადასხვა სიძლიერის ტკივილი, კისრის რადიკულიტს თან ახლავს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სმენის დაქვეითება და ინდივიდუალურად შეიძლება სხვა პროცესიც იყოს. მხარ-კისრის რადიკულიტის დროს ტკივილი მოიცავს მთელ სარტყელს , ხელები ბუჟდება და მოძრაობის შეზღუდვა მკაფიოდ არის გამოხატული. გულმკერდის რადიკულიტის დროს ტკივილი მოიცავს ნეკნთაშუა კუნთებს და ამ დროს შეიძლება განვითარდეს მეორადი რადიკულიტი. მიუხედავად იმისა, რომ გულმკერდის რადიკულიტი შედარებით იშვიათად გვხვდება, მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება , რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი პროცესი გულთან დაკავშირებით.

რადიკულიტის ყველაზე მეტად გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს გავა– წელის რადიკულიტი…ტკივილი წელის არეში და მიმდებარე ტერიტორიაზე– ლუმბაგო ან ლუმბალგია , თუ ტკივილი მოიცავს ფეხის ნაწილს- იშალგია, ეს უკვე საჯდომი ნერვის ანთების ნიშნებია. ძალიან მინდა ყურადღება მივაქციოთ უმნიშვნელოვანეს საკითხს: გავა–წელის რადიკულიტი მიმდინარეობს რამდენიმე ნერვის ფესვის ანთება– დაზიანებით, რაც კლინიკურად ვლინდება ცალკეულ ფესვთა სინდრომების ერთობლიობით. სწორედ ამ დროს მკურნალობა დროში ძალიან გაწერილია.

როგორ ვუმკურნალოთ რადიკულიტს? რა უპირატესობა აქვს რადიკულიტის მკურნალობას ჰირუდოთერაპიით მედიკამენტოზურთან შედარებით!?

–რადიკულიტის დროს მკურნალობის დროს აუცილებელია სწორად შერჩეული სქემა. საჭიროა სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, რენტგენის სურათი, მწვავე ფაზაში- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ასევე ინფორმაციულია სპონდილოგრამა. დღევანდელ რეალობაში ჰირუდოთერაპია რადიკულიტის სამკურნალოდ შეუცვლელია. რადიკულიტის მკურნალობა გულისხმობს არა მხოლოდ ტკივილის მოხსნას, არამედ გამომწვევი მიზეზების ლიკვიდაციას და სხვა ქსოვილების მოსალოდნელი დაზიანების აღმოფხვრას. დღეს შემოთავაზებული ადგილობრივი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კონსერვატული მკურნალობისას ნაკლებად შედეგიანია, რადგან ისინი სახსარში და ნერვის დაბოლოებამდე ვერ აღწევენ. წურბელის ნერწყვი კი მოქმედებს არა მარტო ლოკალურად, არამედ აღადგენს დაზიანებულ ფესვის, მიმდებარე ქსოვილებს და ნერვულ უჯრედებს, აქვს პროლანგირებული– გახანგრძლივებული მოქმედება და რაც მთავარია გვერდითი მოქმედება არ აქვს, პირიქით საწყის სტადიაზე აღმოფხვრის ჯერ კიდევ აღმოუჩენელ დაავადებებს. საერთოდ ჰირუდოთერაპია სწორად შერჩეულ ფიტონაკრებთან ერთად ითვლება კლასიკურ მკურნალობად.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის 44

Facebook Comments
x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...