Home » მთავარი » „იმუშაონ ალტერნატიულ ენერგიაზე, ჰესების მშენებლობა, არის დიდი ფულის მარტივად კეთების გზა…

„იმუშაონ ალტერნატიულ ენერგიაზე, ჰესების მშენებლობა, არის დიდი ფულის მარტივად კეთების გზა…

ოთარ ფანცულაია

“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი

-ელენერგიის მიღება თუ სურთ, უნდა იმუშავონ ალტერნატიულ ენერგიის წყაროებზე. ხოლო ჰესების მშენებლობის იდეა, ეს არის დიდი ფულის მარტივად კეთების გზა ჩინოვნიკებისთვის. ვერცერთი პროფესიონალი ეკონომისტი ვერ დაასაბუთებს ჰესების რენტაბელობას..

პანკისში მიმდინარე მოვლენები ნათლად ცხადჰყოფს, რომ ხელისუფლებას საკუთარ მოსახლეობასთან კომუნიკაციის უნარი არ გააჩნია. ყოველი ახალი ხელისუფლება პოულობს ახალ მიზეზს ამ ხეობის მოსახლეთა წინააღმდეგ ძალადობისთვის. წლებია ეს ადამიანები იტანენ და ითმენენ დამცირებას. ერთ დღესაც ისინი იძულებულნი გახდებიან თავი დაიცვან, ჩვენ მათ სეპარატიზმს დავწამებთ, ღალატში დავდებთ ბრალს და უმოწყალოდ გავუსწორდებით.. შემდეგ მათ “დასაცავად” შემოვა რუსის ტანკი და მანიაკალური სიამოვნებით აგვზელს ტალახსა და საკუთარ სისხლში. დასავლეთი ტრადიციულად აღშფოთდება და სრულიად სამართლიანად კონფლიქტის გაღვივებაში გვამხელს!!
🔹 ჰესები? ჰესების მშენებლობა არარენტაბელურია. იგივე თანხებში ალტერნატიული ენერგიის წყაროების შექმნა ეკოლოგიურადაც და ეკონომიკურადაც ბევრად უფრო გამართლებულია. მთელი ცივილიზებული სამყარო ალტერნატიულ ენერგიაზე გადადის, ჩვენ კი ხრუშოვის დროში ჩავრჩით.. უკანასკნელი ბრიყვიც კი მიხვდება რომ მომავალი ათწლეულების მანძილზე ჰესების მშენებლობაზე გაწეული დანახარჯების დიდი წილი ჩინოვნიკების ჯიბეებში დაილექება.
🔹 ზოგი ფრიად კმაყოფილია ამ ხალხის რელიგიური კუთვნილების გამო შევიწროებით.. აი ეს კი ყველაზე ბეცი და დამღუპველი პოზიციაა.. აბა თქვენ იცით, ქრისტეს სახელით როგორ დაემსგავსებით ჯალალედინს და თემურლენგს! ბარემ ნუ გაჩერდებით და თავზე დაიმხეთ ჯერ პანკისი, შემდეგ მარნეული და ბოლოს აჭარა! ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ ისედაც პატარა ტვინს ცოტა ძალა დაატანეთ!
🔹 მოვუწოდებ ხელისუფლებას მოძებნოს საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა, ვიდრე ის გამოუსწორებელ პრობლემად არ ქცეულა!

Facebook Comments
x

Check Also

“სირცხვილია”, “შენ მოგვატყუე” – წილოსანის პასუხი საზოგადოებას

ლანჩხუთში – აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლას ცდილობენ სადაც მათ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ბიუროს ...