You are here
“საქსტატის” დირექტორი საარსებო მინიმუმზე განმარტებას აკეთებს მთავარი საზოგადოება 

“საქსტატის” დირექტორი საარსებო მინიმუმზე განმარტებას აკეთებს

“საარსებო მინიმუმი არ ნიშნავს იმას, რომ ეს თანხა ადამიანის არსებობისთვის საკმარისია,” – ამის შესახებ bm.ge-ის “საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განუცხადა.

თოდრაძის თქმით, საარსებო მინიმუმი განმარტების მიხედვით, არის იმ ენერგეტიკული ღირებულების და იმ კალორიების მინიმალური რაოდენობა, რომელიც შრომისუნარიანი ასაკის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელია.

“მე თუ მკითხავთ, რომ ეს თანხა არის თუ არა არსებობისთვის საკმარისი, პირადად ჩემთვის შეიძლება არ იყოს და სხვისთვის – იყოს. ეს არ არის ის თანხა, რომელიც ადამიანს უნდა ეყოს, ან უნდა იარსებოს.

საარსებო მინიმუმი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, რადგან საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით არ არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა – ბევრი ქვეყანა ამ მაჩვენებელს არ ანგარიშობს. ის იმ მინიმალურ სასურსათო კალათას ეფუძნება, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანების საფუძველზეა დამტკიცებული. “საქსტატი” ამ შემთხვევაში იმ სასურსათო კალათის ღირებულებით ასახვას ახდენს ფასებზე სტატისტიკური გამოკვლევის საფუძველზე“, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

ცნობისთვის: საქსტატის გაანგარიშებით, ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 361 ლარი და 20 თეთრია. ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 321 ლარს, სამსულიანის – 288 ლარს, ორი ადამიანისგან შემდგარი ოჯახის ყოველთვიური საარსებო მინიმუმი კი, თვეში 256 ლარს შეადგენს.

წყარო: www.bm.ge

Comments

comments

Related posts