Home » ეკონომიკა » კიდევ ერთხელ ჰესებზე – მთავრობა ყოველთვის მისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს…

კიდევ ერთხელ ჰესებზე – მთავრობა ყოველთვის მისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს…

ირაკლი მაკალათია

ეკონომისტი

თუ სახელმწიფო მაინც ააშენებს ჰესს, მაშინ რაც შეიძლება მეტი სარგებელი უნდა მივიღოთ კომპანიისგან“ – დავიმახსოვროთ ეს სათაური და მივყვეთ თავიდან

🔸🔶 ყველაფერი შედარებითია – ადამიანის ყოველი ჩარევა ბუნებაში იწვევს მის განადგურებას. ჩვენ მოგვწონს ახალი გზა და ავტობანი, მაგრამ მის მშენებლობას შეეწირა მწვანე საფარი, მშენებლობის დროს მანქანების გამონაბოლქვმა დააბინძურა გარემო და ა.შ. … შედარებითია, უნდა ავირჩიოთ ოპტიმალური ვარიანტი, მაქსიმალური კომფორტი მივიღოთ გარემოს მინიმალური განადგურებით..

🔹🔷 ამ არჩევანს უნდა აკეთებდეს ადამიანები და არა სახელმწიფო (მთავრობა)… მთავრობა ყოველთვის მისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, (რომელიღაც მთავრობასთან დაახლოებულ წრეებს ბიზნეს წილები სურთ, ვიღაცას მონოპოლისტური კომპანია, ვიღაცას პლიტიკური მიზნები აქვს და ა.შ. კორუფციის რისკი მაღალია), მთავრობამ მის ე.წ. სტრატეგიულ მიდგომას შეიძლება სხვა ხალხის კეთილდღეობა შესწიროს, თან კომპენსაციებიც ხშირად არ არის ხოლმე მოსახლეობისთვის მისაღები და ეს კიდევ დამატებით უკმაყოფილებას იწვევს… როგორც სტატიაშია მოყვანილი, თუ შესაბამისი სარგებელი ექნებოდა ხალხს ისინი დათმობდნენ მშენებლობას.. შესაბამის სარგებელს სახელმწიფო ჩარევის, სახელმწიფო საკუთრებისა და მთავრობის პოლიტიკებით ხალხი ვერასდროს ვერ მიიღებს!

🔸🔶 არჩევანს უნდა აკეთებდეს ადამიანები, მათ უკეთ იციან რა არის მათთვის უკეთესი და არა მესამე პირმა (სახელმწიფომ)…

🔹🔷 პრობლემა კვლავაც კერძო საკუთრებაშია!!! ეს სოფელი, ეს ადგილი, ეს მიწა, ეკუთვნის სახელმწიფოს და არა ხალხს, სოფელი ხალხის არაა… მოლაპარაკება უნდა მიმდინარეობდეს, ორ პირს, მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის, მესამე ძალის ჩარევა ურევს სიტუაციას…

🔸🔶 რა მოხდებოდა პანკისის მიწები რომ ეკუთვნოდეს იქ მცხოვრებ ადამიანებს (ოფიციალურად რომ ჰქონდეთ დარეგისტრირებული)… მათთან მიდის მწარმოებელი სთავაზობს რომ ააშენოს ჰესი მათ ტერიტორიაზე, სამაგიეროდ ჰპირდება კომპენსაციას (ფულს, ახალ საცხოვრებელ ადგილს, უფასო ან შეღავათიან დენის ტარიფს და ა.შ)… შემოთავაზება იმდენად სარფიანია, რომ იწყებენ მსჯელობას (მსჯელობაში თავადაც დაიხმარენ გეოლოგიურ დასკვნებს), რა იქნება მათთვის უკეთესი… ან გარემოს არ ანადგურებენ და არ უშვებენ ჰესის აშენებას, ან ააშენებენ ჰესს და მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას…

🔹🔷 მსგავსი კონფლიქტები ყოველთვის იქნება მანამ, სანამ ერთხელ და სამუდამოდ არ იქნება კერძო საკუთრება დამკვიდრებული ქვეყანაში…

🔸🔶 სანამ კერძო საკუთრება არ დამკვიდრდება ქვეყანაში, მანამდე ტყული და მართლის გარჩევა იქნება პირობითი, ერთი მხარე მორალურად იქნება მართალი, მეორე მხარე კი სამართლებრივად…

Comments

comments

x

Check Also

ჯანმრთელობის გაუარესების გამო ორმა აქტივისტმა შიმშილობა შეწყვიტა

ჯანმრთელობის გაუარესების გამო ორმა აქტივისტმა, ბექა ბასილაიამ, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს და ვახტანგ სიხარულიძემ, ...