Home » მთავარი » “დამპატიჟონ ყავაზე, მივალ და დაველაპარაკები“

“დამპატიჟონ ყავაზე, მივალ და დაველაპარაკები“

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, პანკისის ხეობის მოვლენებთან დაკავშირებით შს და ეკონომიკის მინისტრების საკომიტეტო ფორმატში მისვლას მოითხოვენ. ოპოზიციის მოთხოვნას შს მინისტრი გიორგი გახარია ეხმიანება და სთავაზობს „ყავაზე დაპატიჟონ“.

„მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე ოთხჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არც ჩემი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს, იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე, არ აქვს. როგორც ვიცი, „მინისტრის საათი“ დაგეგმილი მაქვს მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ მოვალეობას შევასრულებ და მივალ პარლამენტში. თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა სურს, შეუძლიათ, დამპატიჟონ ყავაზე, მე მივალ და დაველაპარაკები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ...