Home » ინტერვიუ » “ქორწინება და ოჯახი პლუსი” – უშვილო წყვილების ბედნიერების გარანტი

“ქორწინება და ოჯახი პლუსი” – უშვილო წყვილების ბედნიერების გარანტი

მყუდრო, თბილი გარემო და მაღალკავლიფიციური სპეციალისტები: გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, ვენეროლოგი, თერაპევტი, ნევროლოგი, მამოლოგი, ასევე უმაღლესი ხარისხის ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევა – ეს არასრული ჩამონათვალია იმ მომსახურებებისა, რასაც სამედიცინო ცენტრი “ქორწინება და ოჯახი პლუსი” სთავაზობს მოქალაქეებს.

კლინიკას ხელმძღვანელობს ქალბატონი ელენე ნინუა.

მთავარი აქცენტი კლინიკაში უშვილობაზე კეთდება. აქ მომუშავე რეპროდუქტოლოგების, ქალბატონ მარინა ახალიას და ბატონ ავთანდილ ჩხეიძის წყალობით ათასობით ბავშვი მოევლინა ქვეყანას.
ძირითადად უნაყოფობაზე ორიენტირებული ერთ-ერთი პირველი სამედიცინო ცენტრი “ქორწინება და ოჯახი”, 1989 წელს ბატონ ლერი ჭიჭინაძის თაოსნობით შეიქმნა და 2008 წლამდე იმუშავა. მისი დახურვის შემდეგ, მალევე რამდენიმე თანამშრომელმა იმავე სახელწოდებით გახსნა ახალი კლინიკა “ქორწინება და ოჯახი პლუსი”. ცენტრმა იგივე ფუნქციებით და საქმიანობით გააგრძელა მუშაობა, როგორც მანამდე იყო, თუმცა ძალიან ბევრი ახალი მიმართულება და პროფილი დაემატა.

რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგი, ქალბატონი მარინა ახალაია უშვილო წყვილებს 1984 წლიდან მკურნალობს. მის კაბინეტში ერთი კედელი იმ ბავშვების ფოტოებითაა სავსე, რომლებიც ქალბატონ მარინას წყალობით დაიბადნენ.

– ჩვენი სამედიცინო ცენტრი მუშაობს არამარტო უნაყოფო წყვილების მკურნალობაზე. ჩვენ ვემსახურებით მანდილოსნებს 18 წლის ასაკიდან კლიმაქსის პერიოდამდე. ვცდილობთ ვასწავლოთ მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პორობლემების აცილება და მათი მართვა.

ჩვენი მიზანია:
· შევუნარჩუნოთ პაციენტებს რეპროდუქციული ჯანმრთელობა, დროულად ვუმკურნალოთ იმ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ მენსტრუალური ციკლის დარღვევები, არარეგულარული, გახანგრძლივებული, მტკივნეული მენსტუაცაია, ჭარბთმიანობა,გამონაყარი;
· გამოვავალინოთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და დროულად ჩავუტაროთ სათანადო მკურნალობა;
· გამოვავლინოთ საშვილოსნოს ყელის კიბოს ნიშნები ადრეულ სტადიაზე და დროულად ვუმკურნალოთ;
· გამოავლონოთ სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ათვისებიანი წარმონაქმნები;
· გამოვავლინოთ საკვერცხეების და საშვილოსნოს დაავადებები (სხვადასხვა სახის კისტები,ენდომეტრიუმის პათოლოგები, საშვილოსნოს მიომები, ენდომეტრიოზი, ანთებითი დაავადებები);
· დავეხმაროთ ქალებს კლიმაქტერიული პერიოდის ადვილად გადალახვაში;
· გამოვავლინოთ და ვუმკურნალოთ ყველა სახის უნაყოფობას.

– რა სახის გამოკვლევები ტარდება თქვენს კლინიკაში?

ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს ლაბორატორია, სადაც ტარდება:
· კლინიკური ანალიზები (სისხლის და შარდის საერთო ანალიზი, ნაცხის ბაქტერიოსკოპიური ანალიზი, სპერმის ანალიზი);
· ბიოქიმიური ანალიზები (კოაგულოგრამა, გლიკოზირებული ჰემოგლობინი);
· იმუნოფერმენტული ანალიზები (ყველა სახის ჰორმონები, ვირუსები);
· PCR დიაგნოსტიკა (ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, პაპილომა ვირუსის გენოტიპირება);
· პაპ-ტესტი.

პაციენტებს ემსახურებიან მაღალკვალიფიციური ექიმი-ლაბორანტები: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

მარინე კობეშავიძე, თეა ზურიკაშვილი, ინგა მღვდელაძე.
ფუნქციონირებს ულტრასონოგრაფიის კაბინეტი, სადაც ტარდება:
· მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ტრანსვაგინალური გამოკვლევა;
· მუცლის ღრუს ორგანოების,
· სარძევე ჯირკვლების,
· ფარისებრი ჯირკვლის,
· დოპლეროგრაფია;
· სონოჰისტეროსალპინგოგრაფია (მილების ულტრასონოგრაფიული კვლევა)
კვლევებს აწარმოებენ მაღალკვალიფიციური ექოსკოპისტები: ზურაბ ტარიელაძე და თეა ქარდავა.


ფუნქციონირებს კოლპოსკოპიის კაბინეტი, სადაც კეთდება:
· კოლპოსკოპია;
· საშვილოსნოს ყელის ბიოფსია;
· დიათერმოკოაგულაცია;
· კრიოდესტრუქცია.


კაბინეტს ხელმძღვანელობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი-სოფიო სკლიარენკო.

კრიო-დესტრუქციას აწარმოებს ექიმი- გინეკოლოგი მაია ნიკოლაძე.

ქალბატონო მარინე, თქვენი დაწესებულების მთავარი პროფილი არის უშვილობის მკურნალობა. რა არის უშვილობა და რატომ დგებიან წყვილები ამ პრობლემის წინაშე?

– ქალი ითვლება უნაყოფოდ, როდესად 1 წელზე მეტი დაუცველი სქესობრივი კონტაქტის ფონზე არ ფეხმძიმდება. ამ შემთხვევაში, წყვილმა  დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, ჩაიტაროს სათანადო გამოკვლევები, დაისვას დიაგნოზი და შეირჩეს ინდივიდუალური მკურნალობის სქემა. უნაყოფობის მიზეზი შესაძლებელია იყოს ქალის ან  მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული,  ან აუხსნელი გენეზის (იდიოპათიური) ზემოთ აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობა, რომელთა შედაგადაც არ ვითარდება ან ნაადრევად წყდება ორსულობა. საბედნიეროდ, უშვილობის დასაძლევად მრავალი უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის მეთოდი არსებობს. ამ მკურნალობის შედეგად თუ პაციენტი დროულად მიმართავს ექიმს, საგრძნობლად იზრდება დაორსულების შანსი.

ქალის უშვილობის მიზეზებია:

ორგანული, იმუნური, გენეტიკური, უცნობი გენეზის (იდიოპათიური)
·        ფალოპის მილების პათოლოგია,
·       ენდომეტრიოზი,
·      ჰორმონალური დარღვევები – ანოვულატორული ციკლი, ოვულაციის დარღვევები;
·  ასაკი: ქალის ასაკის მატებასთან ერთად იკლებს ოვარიული რეზერვი და კვერცხუჯრედების ხარისხი.
· სხვა მიზეზები: საკვერცხის ფუნქციის ნაადრევი დაქვეითება, საშვილოსნოს ფაქტორები, მოწევა, ალკოჰოლის მიღება, სხივური თერაპია, როგორიცაა ქიმიოთერაპია;
·  ორგანული მიზეზები: ანატომიური ანომალიები, რომლებიც გავლენას ახდენს ქალის უშვილობაზე.

მამაკაცების შემთხვევაში:

· სპერმის ცუდი მაჩვენებელი (სპერმატოზოიდების დაბალი შემცველობა, სპერმატოზოიდების დაქვეითებული მოძრაობა, მორფოლოგიურად არასრულფასოვანი სპერმატოზოიდი);
· გარკვეული ჰორმონალური პრობლემები.

როდის უნდა მიმართოს წყვილმა ექიმს? – დაფიქრდით ექიმთან კონსულტაციაზე, თუ თქვენ ერთ წელზე მეტია არ ფეხმძიმდებით.
უფრო ადრე ეწვიეთ ექიმს, თუ თქვენ ხართ ქალი,  

· ხართ 35 წლის ზემოთ და დაორსულებას ცდილობთ 6 თვეზე მეტია;
· გაქვთ არარეგულარული მენსტრუაცია;
· დასმული გაქვთ ენდომეტრიოზის ან მენჯის ანთებითი დაავადების დიაგნოზი;
· ანამნეზში გაქვთ თვითნებითი აბორტი;
· გაქვთ ქირურგიული ჩარევები;
· ფალოპის მილები გაუვალია ან ფუნქციურად არააქტიურია;
· მამაკაცის ფაქტორი (სპერმის ცუდი მაჩვენებლები).

– საშვილოსნოს მილების გაუვალობა უშვილობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. რა იწვევს ამ პრობლემას და როგორ ხდება მისი მოგვარება?

-არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, დაავადებები, გონორეა, ქლამიდია… რომლებიც იწვევენ შეხორცებითი პროცესის განვითარებას მცირე მენჯის ღრუში, რაც იწვევს მილების გაუვალობას. ამ შემთხვევაში ფეხმძიმობა მხოლოდ in-Vitro (ხელოვნური)განაყოფიერების შედეგად მიიღება. მილების ფუნქიური უკმარისობის შემთხვევაში კარგად მუშაობს ფიზიოპროცედურები.

ძალიან ბევრი პაციენტი მყავდა, რომლებიც მილოვანი უშვილობის დიაგნოზით იყვნენ ჩემთან მოსული, მაგრამ რამდენიმე ფიზიოპროცედურის შემდეგ დაფეხმძიმდნენ და დღეს ჩემს კედელზეა მათი შვილების ფოტოები.

-კიდევ,რომელი სახის უშვილობას მკურნალობთ?

– ჰორმონალური: ოვულაციის დარღვევები, საკვერცხეების პოლიკისტოზი, ჰიპერპროლაქტინემია, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები, ჰიპერანდროგენია. ამ პაციენტებში ვატარებთ სათანადო ჰორმონო-თერაპიას.

იყო ჩემს პრაქტიკაში წყვილი, რომლებსაც 11 წელი არ ყავდათ შვილი, რამდენიმე ექიმთან უშედეგო მკურნალობის შემდეგ როდესაც დავიწყეთ გამოკვლევა, ჰქონდა ძალიან მარტივი-ჰორმონალური პრობლემა, მკურნალობის დაწყებიდან მესამე თვეს დადგა შედეგი. ჩვენს დაწესებულებას სწორედ ამაზე აქვს აქცენტი, დავსვათ სწორი დიაგნოზი, თუ საჭიროა ჩავერიოთ და ვუმკურნალოთ, თუ ვერაფერს გავაწყობთ, ვუშვებთ ექსტრაკორპორალურ განაყოფიერებაზე.

რაც შეეხება უშვილობის დროს მამაკაცის ფაქტორს, პაციენტებს უტარდებათ სათანადო ფიოზო და ჰორმონალური თერაპია. ამ შემთხვევაში ყველაზე ხშირად გამოიყენება ინსემინაცია (მხოლოდ მეუღლის, სათანადო ხსნარებით დამუშავებული, სპერმის გამოყენებით).

ჩვენი კლინიკა იმით გამოირჩევა სხვა ამგვარი სამედიცინო ცენტრებისგან, რომ არასდროს ვიყენებთ დონორს, მხოლოდ ბუნებრივი რესურსებით ვცდილობთ წყვილებში არსებული უშვილობის პრობლემების მოგვარებას. საამაყოდ გვაქვს ის ფაქტი, რომ ცენტრის დაარსების დღიდან დღემდე ჩვენთან არასდროს გაკეთებულა აბორტი.

– რა სახის ფიზიოპროცედურები კეთდება თქვენთან?

– დანერგილია ძალიან ეფექტური ფიზიოპროცედურები, რომლებსაც ვიყენებთ აუტოიმუნური უნაყოფობის დროს:
· ლაზეროთერაპია, რომელიც დანერგა ბატონმა ავთანდილ ჩხეიძემ;
· პარაფინოთერაპია, რომელიც გამოიყენება მილოვანი უშვილობის მკურნალობისას (ამ მეთოდს ჭარბწონიანიანობის დროს გასახდომადაც იყენებენ);
· ელექტროფორეზი;
· ფონოფორეზი, რომელიც გამოიყენება სინუსიტების დროს, ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიების დროს;
· ელ-კვანტური თერაპია.
ფიზიო თერაპიის განყოფილებას ხელმძღვანელობს მაღალკვალიფიციური ექიმი ცისანა ხვინგია.

პაციენტებს ემსახურება გულისხმიერი მედდა- მერი მღებრიშვილი

ასევე ფუნქციონირებს ორსულთა სკოლა, სადაც ტარდება ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების კურსი. ხელმძღვანელობს ექიმი მანანა ძიძიგური.

სამედიცინო ცენტრი 1997 წლიდან თანამშრომლობს კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამედიცინო ლაბორატორიასთან.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ ასევე წარმატებით ვიყენებდით ამ ლაბორატორიის მიერ სინთეზირებულ ე.წ. “გონიერი” მასალების ახალ კლასის ნიმუშებს, მაგნიტურ ნანონაწილაკებს. დაავადებათა სახეობებიდან გამომდინარე, მაგნიტური ნანონაწილაკები მილოვანი უშვილობის მკურნალობის დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს. განკურნება, სხვა პრეპარატებთან შედარებით, მიიღწევა უფრო მოკლე ვადაში და ამ მეთოდით პაციენტების გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი 98 % -ია.

ყველა პაციენტს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. თუ ქალბატონი 30 -35 წლის ასაკში შექმნის ოჯახს და დაგეგმავს შვილოსნობას მასთან სულ სხვა სქემით ვიწყებ მუშაობას, ხოლო 40 – 45 წლის ასაკში განსხვავებული მეთოდებს მივმართავ-დაჩქარებული წესით ვაკეთებ ყველა საჭირო გამოკვლევა-პროცედურებს. არ შეიძლება ყველასთან ერთი მეთოდით მიდგომა.

– რას ეტყოდით ქალებს, რა რჩევას მისცემდით?

– ქალმა, სანამ სქესობრივ კავშირს დაიწყებს, გარდატეხის ასაკიდანვე უნდა მიაქციოს საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღება. თუ აქვს ციკლის დარღვევები, აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს მისი მიზეზი და სათანადო მკურნალობა ჩაიტაროს. ინტიმური ურთიერთობის დროს კონტრაცეპტივების გამოყენებაა აუცილებელი, რათა ყველა გოგონა დაცული იყოს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, რომელიც არის პირველ რიგში უშვილობის პრობლემა.

გოგონამ, რომელიც იწყებს სქესობრივ კავშირს, წელიწადში ერთხელ გინეკოლოგს ვიზიტით უნდა მიმართოს.
ყველა ქალმა პრევენციის მიზნით ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს გინეკოლოგიური გამოკვლევები, რათა რამე პათოლოგია არ გამორჩეს.

უცხოეთში არც ერთი სტუდენტი არ დაიშვება სასწავლებელში, თუ აუცილებლი გამოკვლევები არ ჩაიტარა. რადგან სახელმწიფოს ან დაზღვევას შემდეგ გაცილებით უფრო მეტი უჯდება ავადმყოფის მკურნალობა, ვიდრე გამოკვლევა.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პაპ-ტესტი არ იძლევა ამომწურავ ინფორმაციას საშვილოსნოს სხვადასხვა პათოლოგიაზე. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პაპ-ტესტმა ვერ აჩვენა არსებული პათოლოგია, მაგრამ კოლპოსკოპიის დროს გამოჩნდა.

ყველამ უნდა აირჩიოს ექიმი, ვისაც ენდობა, რადგან ნდობის ფაქტორს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. განსაკუთრებით კლიმაქტერიულ პერიოდში ყველა ქალმა წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს საშვილოსნოს გამოკვლევები.

– როგორც ცნობილია მენოპაუზის დროს არსებობს სხვადასხვა თერაპიები, რომელიც ქალს უადვილებს კლიმაქსის პერიოდის გადატანას…

– კლიმაქსი ყველაზე რთული პერიოდია ქალის ცხოვრებაში. ამ დროს ხდება ძალიან დიდი ჰორმონალური ძვრები და საჭიროებს თავისებურ მიდგომას და მკურნალობის სწორი მიმართულებით წარმართვას. ჩვენ ვატარებთ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს და შემდეგ უკვე ვმკურნალობთ.

როდესაც მენოპაუზის დროს ქალბატონები კლიმაქსის ნიშნებით და ჩივილებით მიდიან ნევროლოგებთან ან კარდიოლოგებთან, მათ აუცილებლად უნდა გააგზავნონ ასეთი პაციენტები რეპროდუქტოლოგთან, რადგან ჩვენი დახმარება ამ დროს აუცილებელია.

კლიმაქსის ასაკის ქალბატონებისთვის მნიშვნლოვანია შენაცვლებითი ჰორმონო-თერაპიის დანიშვნა, რომელიც აუმჯობესებს მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. მაგრამ აღსანიშნავია, რომ პრეპარატები დიდი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს სხვადასხვა სახის გამოკვლევები,რათა გამოირიცხოს წარმონაქმნები: საშვილოსნოში, საკვერცხერზე, საშვილოსნოს ყელზე, მკერდში. რომლის აღმოჩენის შემთხვევაში შენაცვლებითი ჰორმონოთერაპია უკუნაჩვენებია. ამ პაციენტებს ვურჩევთ ფიტო-პრეპარატებით მკურნალობას, გამაჯანსაღებელ პროცედურებს.

მისამართი-ქალაქი თბილისი. ატენის ქ 6/8.

ტელ 2 29 03 34, 5 51 30 30 32, 5 95 53 80 25.

ბატონი ავთანდილ ჩხეიძე მეან-გინეკოლოგთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების თვალსაჩინო ექსპერტია.

 

მას, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ ძალიან დიდი მიღწევები აქვს სამეცნიერო, საორგანიზაციო თუ მეთოდოლოგიურ საქმიანობებში. არის 105 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, აქედან 3 ლექცია-პოსტერის, 12 მეთოდური რეკომენდაციის და 5 მონოგრაფიის. მისი ერთ-ერთი მონოგრაფია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გამოიცა და უცხოეთის სამედიცინო წრეებში საუკეთესო ნაშრომადაა მიჩნეული. ლექცია პოსტერები გამოიყენება ევროპის, აზიისა და აფრიკის სამეანო ქსელში.

2001 წელს რუმინეთის მთავრობამ მეან-გინეკოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე კონგრესის სამეცნიერო კომიტეტის რეკომენდაციით პროფესორი ავთანდილ ჩხეიძე სპეციალური დიპლომით დააჯილდოვა ნომინაციაში: “ახალი ათასწლეულის ახალი მეთოდოლოგია”, აღნიშნული დიპლომი მიღებული აქვს მსოფლიოში მხოლოდ 8 ადამიანს.

2003 წელს მეან-გინეკოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების მმართველი კომიტეტის მიერ არჩეულ იქნა ასოციაცია OGASH-ის მსოფლიო ბორდის თავმჯდომარედ და პრეზიდენტად.

ბატონ ავთანდილის კვლევების, წარმატებების თუ ტიტულების შესახებ საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს და ალბათ რამდენიმე დღე არ ეყოფა მის კარიერაზე თხრობას, თუმცა აღსანიშნავი და საამაყოა, რომ მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო -საორგანიზაციო მსოფლიო კათედრალური კომიტეტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი ქართველია და მას საერთაშორისო კონგრესებზე მეან-გინეკოლოგიის დარგში უამრავი პრიზი და ჯილდო აქვს მიღებული. პერსონალურად მას, მედიცინაში წარმატებული საქმიანობისთვის 1996 წელს, დიდგვაროვანთა საერთაშორისო ლიგამ პერსონალური გერბიც შეუქმნა.

როდესაც მკურნალობის რომელიმე მეთოდს ვნერგავ, მე თვითონ ვმუშაობ ექიმებთან და ვასწავლი მათ, მაგალითად ლაზეროთერაპია,რომელიც 20 წლის წინ დავნერგე პრაქტიკაში. 60-ზე მეტ ექიმს თანამედროვე მეთოდოლოგიები ავათვისებინე, ისინი დღეს ცალკე, ჩემს გარეშე მუშაობენ. რაც ჩემთვის სასიამოვნოა და მნიშვნელოვანი. ამჟამად საქმიანობაში მეხმარება ჩემი ასისტენტი ქალბატონი ქეთევან სინაურიძე.

– ლაზეროთერაპიით ძირითადად რომელი დაავადების მკურნალობა ხდება?
-ლაზეროთერაპია გამოიყენება კომპლექსურ მკურნალობაში, თითქმის ყველა პათოლოგიის დროს.
– მკურნალობის კიდევ რომელი მეთოდები გაქვთ დანერგილი ?
-ტრანსფუზიოლოგია- სისხლის ოპერაციული მკურნალობა, პლაზმაფერეზი, სადაც სისხლის გასუფთავება ხდება მოლეკულურ დონეზე.
– ბატონო ავთანდილ, ყველაზე უფროსი ასაკის ქალბატონი თქვენს პრაქტიკაში, რომელიც დედა გახდა..
– ჩემს პრაქტიკაში ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი 52 წლის იყო. იყო შემთხვევა როდესაც მენოპაუზა ჰქონდა ქალბატონს, მაგრამ აღდგა ინდივიდუალური მიდგომებით, ჩემს მიერ შემუშავებული პროგრამებით. იყო ისეთი წყვილიც, რომელთაც 15 წელი არ ყავდათ შვილი,თუმცა ჩვენთან მკურნალობის შემდეგ მშობლები გახდნენ.

დაწვრილებით ინფორმაციას

interkontinentaluri

სამედიცინო-სოციალური მეცნიერებათა აკადემიის OGASH კლინიკების საქმიანობის შესახებ,რომლის აქტიური წევრია „ქორწინება და ოჯახი პლუს“-ი -შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-მისამართებზე:

www.gestosis.ge/eng/26_2.php , www.gestosis.ge/eng/26_3.php, www.gestosis.ge/eng/26_4.php

ტელ: 2 29 03 34;      579 02 55 54;    5 95 53 80 25.

Facebook Comments
x

Check Also

“მქონდა ენგურს იქით მოსახლეობასთან საუბარი, ეს არის შემოტრიალება…”

ახალი პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აქვს მჭიდრო ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხცოვრებ ...