Home » მთავარი » “ეს ბედნიერი თვალები, ხომ ღირს ერთ სიცოცხლედ…“ – ლამაზი დღე მაჟორიტართან ერთად

“ეს ბედნიერი თვალები, ხომ ღირს ერთ სიცოცხლედ…“ – ლამაზი დღე მაჟორიტართან ერთად

თამარ ტალიაშვილმა ზღვისუბნის (თემქა) მრავალშვილიან ოჯახს  ,,აჩუქე წიგნი’’ აქციის ფარგლებში წიგნები გადასცა

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის (თემქა) მაჟორიტარი დეპუტატი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი კამპანიაში ,,აჩუქე წიგნი’’ ჩაერთო.

თამარ ტალიაშვილმა ზღვისუბანში მცხოვრები ათშვილიანი ბერიძეების ოჯახის ბავშვებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელთან თიკა რუხაძესთან ერთად სასახლეში უმასპინძლა და საჩუქრად წიგნები გადასცა.

-„ ძალიან გახარებული ვარ, რომ კვლავ მომეცა საშუალება ერთი ლამაზი დღე მეჩუქებინა ჩემი სამაჟორიტაროს, ზღვისუბნელი პატარებისათვის, ეს ბედნიერი თვალები, ხომ ღირს ერთ სიცოცხლედ…“-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ბავშვებმა დაათვალიერეს „გამოუცემელი წიგნების გამოფენა“ და მათ საბავშვო მწერლებმა, ირმა მალაციძემ და ლელა ცუცქირიძემ თავიანთი შემოქმედებიდან ჯერ გამოუქვეყნებელი ლექსები წაუკითხეს.  ასევე,  კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე სასახლის შენობის ისტორიასა და ახლად გახსნილი სასახლის მუზეუმს გაეცნენ.

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა და 1995 წლიდან იუნესკოს მიერ მხარდაჭერილია. აღნიშნული თარიღი უკავშირდება შექსპირის, დელავეგას და სერვანტესის გარდაცვალების დღეს. ეს დღე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნება, იმართება წიგნის ფესტივალები, გამოფენები და გაყიდვები.

Facebook Comments
x

Check Also

მელაძე შეხვედრების დეტალებს ყვება…

ნოდარ მელაძე “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება. სალიას გადაწყვეტილებით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნოდარ მელაძე ...