Home » მთავარი » ჯვრიდან უფლის გარდამოხსნა (ვიდეო)

ჯვრიდან უფლის გარდამოხსნა (ვიდეო)

ქრისტიანული ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად აღდგომა ითვლება, აღდგომა იმ დაცემული კაცობრიობისა, რომლისთვისაც უფალმა მოავლინა განკაცებული მხსნელი – იესო ქრისტე.

მაცხოვრის ჯვარცმასთან და გარდამოხსნასთან დაკავშირებით “ამბიონს” დეკანოზი ამირან ამირანაშვილი ესაუბრა:

“იერუსალიმში სახედარზე ამხედრებული მაცხოვარი როდესაც შევიდა, იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება. ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს უფენდა. ადამიანები საუკეთესო სამოსელს იხდიდნენ და მას უგებდნენ. ამკობდნენ შესამკობელი სიტყვებით, გალობითა და ტრიუმფით აცილებდნენ.

იმავე კვირის, ოთხშაბათ დღეს გაცემულ იქნა მაცხოვარი, რომელიც იუდა ისკარიოტელმა 30 ვერცხლად გაყიდა.

იესო ქრისტე ხუთშაბათ ღამეს, როცა პარასკევი უნდა დამდგარიყო მღვდელთ-მოძღვართა და ფარისეველთა წარგზავნილებმა შეიპყრეს.

მაცხოვარი პირველად პილატეს წარუდგინეს, პილატემ კი ხალხს გადასცა განსასჯელად. ხალხმა მათთვის მხსნელად მოსულ იესოს საშინელი განსასჯელი გამოუტანა და ჯვარს აცვა.

იმ დროისთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი წამების ფორმა ჯვარცმა იყო.
სამი ჯვარი გახლდათ შეთხზული, სადაც დამნაშავენი მაცხოვართან ერთად უნდა გაეკრათ. სწორედ ამ ორ ავაზაკს შორის აცვეს ჯვარს იესო. შემდეგ კი მათ ხალხი განსჯიდა.

გზა გოლგოთამდე ცემითა და შეურაცხყოფით გაატარეს. ნერწყვავდნენ და სცემდნენ მას. დასისხლიანებულ ქრისტეს თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს. განმოსეს, სამოსელი და ჯვარი მხრებით აზიდვინეს. დასცინოდნენ. როდესაც წყალი ითხოვა, ძმარი დაალევინეს.

წამების სცენა კარგად აქვს აღწერილი დავით გურამიშვილს ლექსში “ვაი, რა კარგი საჩინო”. ამ ლექსს ადამიანი განცდის გარეშე ვერ წაიკითხავს.

უფალი იესო ქრისტე ჯვარს ავაზაკთა შორის აცვეს, ჯვარზე ლურსმნებით დააჭედეს და შემდეგ აღმართეს ყველას სახილველად.

ჯვარცმის დღე არის პარასკევი, სწორედ ამიტომ მას წითელს უწოდებენ, რადგან იმ დღეს იესოს სისხლი დაიღვარა. მაცხოვარს არამარტო სცემეს და ლურსმნები დააჭედეს, არამედ ჯვარცმულებს ყარაულები დაუყენეს.

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკევიჩს უმასპინძლა. ...