Home » ბლოგი » „გული მომიკვდა, არადა მან საქართველო ამჯობინა სხვაგან უზრუნველად ცხოვრებას“

„გული მომიკვდა, არადა მან საქართველო ამჯობინა სხვაგან უზრუნველად ცხოვრებას“

ქეთი მიქაძე

საჯაროდ მინდა ალექსანდრე ახალკაცს მადლობა გადავუხადო გულისხმიერებისთის და იმ ოჯახის გახარებისთვის.

გახსოვთ ალბათ, 3 წლის წინ ახალი წლის წინა დღეებში ხაშურში მცხოვრებ მარტოხელა დედაზე ვწერდით, რომელიც ორ შვილს გაუსაძლის პირობებში ზრდიდა და ახლა უფრო მძიმე პირობებში ზრდის.

ეს სამი წლის წინ იყო

http://www.gmtv.ge/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%91%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B/?fbclid=IwAR1_M2OHkzsZb-bgpY5NBHp1dTE_9jFynIY9UAMXjqVeehZbKRmIUF7Yqlg

ამ ამბოს გაგების შემდეგ ისევ თქვენი, საზოგადოების იმედით უბრალო სტატუსი დავწერე და ყველას გთხოვეთ ამ ქალს დავხმარებოდით. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მხოლოდ ერთად დგომით პრობლემა იმ ეტაპზე ერთჯერადად მოგვარდა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ერთად დგომის შედეგი და ძალა.

კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი

http://www.gmtv.ge/%E1%83%90%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92/?fbclid=IwAR1OJl0f2Kj1StPE6N0uELxHDz6uysEq-_CbAkeLiZ6JvaxBIt-OHqNzfoY

მას მერე შეძლებისდაგვარად ვცდილობდით ყურადღება არ მოგვეკლო შორენა კობალაძისთვის, თუმცა ეს ზღვაში წვეთი გამოდიოდა.

აღდგომის წინა დღეებში გავიგე რომ ქალი ავად იყო, არც წამლის ფული ჰქონდა და არც სააღდგომოდ რამის საყიდლის. რა უნდა მექნა, სოციალურ ქსელს გადავავლე თვალი იმის იმედით, იქნებ ვინმეს დახმარება ვთხოვითქო და ალექსანდრე ახალკაცის გვერდიდან გავიგე, რომ ხაშურში იყო. კობალაძეების ოჯახის ისტორიების ლინკები ჩავუყარე და სანამ რამეს მივწერდი დამირეკა-მისამართი მომეცი, სააღდგომოდ რასაც შევძლებ წავუღებ და მოვინახულებო.

საჯაროდ მინდა ალექსანდრე ახალკაცს მადლობა გადავუხადო გულისხმიერებისთის და იმ ოჯახის გახარებისთვის. შორენა კობალაძეს აქვს შანსი დატოვოს საქართველო და საკმაოდ კარგ პირობებში იცხოვროს, მაგრამ მან საქართველო ირჩია და უნდა აქ დაიზარდონ მისი  შვილები.

კობალაძეების ოჯახიდან დაბრუნებულმა ალექსანდრემ მხოლოდ ორი სიტყვის თქმა მოახერხა-გული მომიკვდა!”-ახლა სხვას ვერ გეტყვი, ჯერ კიდევ თვალწინმიდგას იმ ოჯახის გაჭირვებაო.

სანამ ალექსანდრე სააგენტოში გვესტუმრება და ვრცლად მოგვიყვება კობალაძეების ოჯახში მიღებულ ემოციაზე, გეტყვით, რომ ეს ბურთი ალექსანდრემ დღეს ჩაუტანა ბიჭს, რომელსაც ძველი ქაღალდებისგან გაკეთებული ბურთი ჰქონდა. მისი სიხარულის წარმოდგენა არ გაგიჭირდებათ.

Facebook Comments
x

Check Also

კანადის ულტიმატუმი რუსეთს

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს შესთავაზა G7-ში დაბრუნება გაცვალოს ყირიმზე. ზელენსკის თქმით, ამ ქმედებით რუსეთი აჩვენებს ...