Home » მთავარი » ლილიან მორი პასკიე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ლილიან მორი პასკიე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

წეროვანის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

ლილიან მორი პასკიემ შიდა ქართლი უკომენტაროდ დატოვა.

პასკიეს ვიზიტზე ისაუბრა ახლგორის გამგებელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში საერთაშორისო ძალისხმევით დეოკუპაციის იმედი აქვს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დევნილთა დასახლება მოინახულა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს უკავშირდება.

პარლამენტში, საზეიმო სესია გაიხსნება.

Facebook Comments
x

Check Also

ბორდერიზაციის ადგილიდან დაახლოებით 150 მეტრში…

-“ჩვენი ხელისუფლების ხელისშეწყობით, ატოცში რუსმა ოკუპანტებმა დღე “წარმატებით” დაასრულეს: 330 მეტრი წარმატებით შეღობილია, 147 ბოძზე ...