Home » მთავარი » “კმარა ქართული მიწისა და სიწმინდეების გაჩუქება ,, სტრატეგიული მეგობრობის” ნიშნით!!!”

“კმარა ქართული მიწისა და სიწმინდეების გაჩუქება ,, სტრატეგიული მეგობრობის” ნიშნით!!!”

დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებს „მემარცხენე ალიანსის“ წევრი პაატა ჯიბლაძე ეხმიანება და მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას „სირაქლემას პოზიცია აქვს“. ჯიბლაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დროულად მოხდეს რეაგირება და დროა შევინარჩუნოთ ქართული მიწა და სიწმინდეები.

-„ რამდენიმე დღეა საზოგადოება მოუთმენლად ელოდება ჩვენი ხელისუფლების მკაცრ განცხადებასა და ქმედებას ,,მეგობრის,სტრატეგიული მეზობლის”, აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს მორიგი ტერიტორიის არა მარტო მითვისების,არამედ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ალბანური ხუროთმოძღვრების ძეგლად გამოცხადების მცდელობასთან დაკავშირებით!

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა სირაქლემას პოზიციაში ყოფნა,რაც ჩემთვის, როგორც ქართველისა და მართლმადიდებლისათვის ყოვლად მიუღებელია.

მოვუწოდებ მთავრობას დაუყოვნებლივ მოაგვაროს თითოეული ჩვენთაგანისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი უმოკლეს ვადაში.

კმარა ქართული მიწისა და სიწმინდეების გაჩუქება ,, სტრატეგიული მეგობრობის” ნიშნით!!!

p.s.მეგობრობა ორმხრივი ვიცით ჩვენ და თუ ეს ასე არ არის, უფლის წყალობით საქართველოს ზეწოლის სხვადასხვა საშუალება გააჩნია, რაც საჭიროების შემთხვევაში ასამოქმედებელია!

Facebook Comments
x

Check Also

„საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანაა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს”

ირაკლი ღარიბაშვილი: „საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს – ...