Home » მთავარი » „ქართული ოცნების” სპეციალური განცხადება

„ქართული ოცნების” სპეციალური განცხადება

ქართული ოცნებარეგიონების განვითარებისთვისსპეციალური განცხადება

ვეხმაურებით ახალქალაქში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების მიერ მართულ პროვოკაციულ პროცესებს, რომელიც გასულ წლის 29 ოქტომბერს განვითარდა.

როგორც ჩანს, ქალბატონი თინათინ ბოკუჩავა, კიდევ ერთხელ ცდილობს უტიფარი სიცრუის ტირაჟირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას მაშინ, როცა იგი ახალქალაქის ინციდენტზე საუბრობს და სრულიად გაურკვეველ ბრალდებებს უყენებს ახალქალაქის მაჟორიტარს, ბატონ ენზელ მკოიანს.

გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი საარჩევნო შტაბის მიერ კარგად დაგეგმილ პროვოკაციასთან, რომელიც ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო და არჩევნების მეორე დღეს, 29 ოქტომბერს გაგრძელდა. გვიან ღამით, გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრები და მხარდამჭერები ჯერ ჩვენი ფრაქციის წევრის, ენზელ მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურებთან მივიდნენ, თანამშრომლებს უმძიმესი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ, ხოლო შემდეგ, უტიფრად ჩამოხიეს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი საარჩევნო „პლაკატები“.

მოგვიანებით, იგივე ავტომობილით, იგივე პირები უკვე სალომე ზურაბიშვილის ადგილობრივ საარჩევნო შტაბს დაესხნენ თავს, შეიჭრნენ ოფისში და აივნიდან ჩამოხსნეს და გაანადგურეს სალომე ზურაბიშვილის ცენტრალური ბანერი. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არსებობს როგორც ერთი, ისე მეორე თავდასხმის ამსახველი აუდიო და ვიდეომასალა, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებებითაც არაერთხელ გავრცელდა.

მეორე დღეს, 30 ოქტომბერს, ამ მოვლენებს მოჰყვა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისგან ბოდიშის მოხდის მოთხოვნა, რის პასუხადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისგან მათ კიდევ უფრო  მძიმე შეურაცხყოფა მიიღეს, როგორც ენზელ მკოიანისა და მისი ოჯახის, ასევე სალომე ზურაბიშვილისა და მთლიანად, „ქართული ოცნების“ მიმართ, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება.

„ქართული ოცნება- რეგიონების განვითარებისთვის“ ფრაქციის წევრები კიდევ ერთხელ ვგმობთ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივ ქმედებებს და ქალბატონ ბოკუჩავას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება. ხოლო შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს მოვუწოდებთ, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული პროვოკაცია და მოახდინონ პრინციპული რეაგირება ამ სისხლიან გარჩევებზე, რომელიც ახალქალაქში სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათმა მხარდამჭერებმა დაატრიალეს.

Facebook Comments
x

Check Also

სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს

ახალი შეზღუდვების მიხედვით თავშეყრის ადგილებზე 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა, სამ ადამიანამდე შემცირდა. მთავრობის ადმინისტრაციის ...