Home » მთავარი » „მავანთა კორუფციულ ინტერესებს შეწირული ჩვენი შვილების ჯანმრთელობა!..“

„მავანთა კორუფციულ ინტერესებს შეწირული ჩვენი შვილების ჯანმრთელობა!..“

ლილოს ნაგავსაყრელის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს „მემარცხენე ალიანსის“ წევრი პაატა ჯიბლაძე ეხმიანება და თბილისის მერს საქმეში უშუალოდ ჩარევისკენ მოუწოდებს.

-„ 182 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს ინვესტორი,რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტოს თბილისისა და მის შემოგარენში მდებარე დასახლებების მცხოვრებთა წინაშე მდგარი უმძიმესი ეკოლოგიური პრობლემა-ნარჩენების გადამუშავება!

ვფიქრობ,რომ ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას ხელს უშლის მავანთა კორუფციული ინტერესები და მიმაჩნია,რომ თბილისის მერი პირადად უნდა დაინტერესდეს და ჩაერიოს დედაქალაქისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის ოპერატიულად მოსაგვარებლად! სასწორზე ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაა!

P.s. ,,მემარცხენე ალიანსი” ლილოსა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებთან ერთად წლების განმავლობაში ვიბრძოდით,რათა სააკაშვილის ხელისუფლებას მოეგვარებინა ეს უმწვავესი პრობლემა და რაოდენ სამწუხაროა,რომ უკვე მე-7 წელია ,,ქართული ოცნების” პირობებშიც მდგომარეობა არ შეცვლილა!“-აცხადებს ჯიბლაძე.

Facebook Comments
x

Check Also

“ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საოკუპაციო ძალამ გავლენების გაზრდა სცადოს!..”

მავთულხლართის გავლებას ამა თუ იმ სოფელში არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვს, მისი დანიშნულება არის პოლიტიკური, ...