Home » F-vews » “ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო…”

“ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო…”

გია ვოლსკი

-ყოველგვარი „პოლიტიკური კუთვნილების გარეშე:
ქუჩის აქციები არც საქართველოსათვის არაა უცხო და არც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისათვის. ეს ცალკე თემაა. გარკვეული მიზეზეზების გამო, ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო გასულ შაბათს ჩატარებული ეგრეთწოდებული „აქცია პერფორმანსი“, როდესაც ახალგაზრდების ჯგუფი ბიძინა ივანიშვილისაგან ითხოვდა ხის შესყიდვას, რათა სტატუსშეჩერებული სტუდენტები დააფინანსონ.

აქციის მცირე მასშტაბს ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა. არც იმას, რომ სოციალური ფონი ჩვენი თანამედროვე პოლიტიკური აქტივობების სამწუხარო მახასიათებელია. კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აქციას „განათლების დიდი მოამაგე“ სააკაშვილი ატარებს და ამჯერად გიორგი სიგუას „კრეატიული ნიჭის“ წყალობით ცდილობს თავის შეხსენებას.

„იყიდოს, წაიღოს. ჩაეხუტოს, რაც უნდა ის უქნას…“, ვფიქრობ სამართლიანობის მაძიებელმა ახალგაზრდამ ასე არ უნდა ილაპარაკოს, მათ გასაგონად ვამბობ თორებ სიგუას აღარაფერი ეშველება. არც ის ადამიანები დარჩენილან გაწბილებულები, ვისგანაც აქამდე ხეები იქნა შესყიდყლი და არც ქვეყანა სადაც ბიძინა ივანიშვილმა არაერთი უნიკალური ბაღი გააშენა, გრძელი სიაა. ბევრჯერ ითქვა, კიდევ ვიტყვი ახალგაზრდების გასაგონად: არაერთი ასეთი სია შეიძლება გაკეთდეს ქველმოქმდების, ისტორიული ძეგლების, კულტურის ცენტრების აღდგენის, შენების, დასაქმების მიმართულებებით.

მარტო სკოლების აღდგენა რესტავრაცია და კომპიუტერიზაციაში აქვს დახარჯული ”ქართუ ფონდს“ 100 მილიონამდე. მისი დაფინანსებით სწავლობს ათეულობით სტუდენტი აშშ – ში, ევროპაში.
კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეროვნული ბიბლიოთეკა, ბოტანიკის ინსტიტუტი, არაერთი მუზეუმი და საგანმანათლებლო ცენტრი – ეს უკვე შემდგარი პროექტებია. თბილისის და ქუთაისის ტექნოლოგიური ინსტიტუტებიც სულ მალე მოემსახურებიან ჩვენი ახალგაზრდების (და არამარტო) განათლებას და ქვეყანის განვითარების საქმეს.

ერთი მომწეროს ვინმემ – რა დააშავა?!

დარწმუნებული ვარ განათლების სამინისტროსაც ბევრი აქვს სათქმელი ზოგადად სტუდენტების და მათ შორის შეჭირვებული ოჯახებიდან გამოსულთა დახმარების, საზღვარგარეთ სწავლების, ტექნიკური განათლების სისტემის გაფართოების, ცოდნის ხარისხის ამაღლების პროექტებზე… პრობლემებზეც.

Comments

comments

x

Check Also

“არ წახვიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგაგდონ, ამით მხოლოდ სახელს მოიხვეჭთ…“

„ჟურნალისტები არ არიან ქვეყნის მტრები და ვერასოდეს იქნებიან, რაკი ქვეყნის არ არიან, შესაბამისად, არც ხელისუფლებას ...