Home » მთავარი » “ამ ეტაპზე საბურთალოზე ახალი ავტობუსი დაემატება N85 მარშრუტს”

“ამ ეტაპზე საბურთალოზე ახალი ავტობუსი დაემატება N85 მარშრუტს”

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ახალი, „მანის“ (MAN) მარკის 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 10-მეტრიანი ავტობუსები სულ გათვლილია 87 მგზავრზე, ხოლო აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27. ისინი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე, რომელსაც აქვს სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში დამონტაჟებულია გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე, გააჩნიათ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, usb-დამტენები და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალება.

ახალი ავტობუსები საბურთალოზეც გამოჩნდება. როგორც მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე ამბობს, ახალი ავტობუსი დაემატება N85 მარშრუტს და სამომავლოდაც ელოდებიან.

-“ამ ეტაპზე საბურთალოზე ახალი ავტობუსი დაემატება N85 მარშრუტს, ხოლო უახლოეს მომავალში დაემატება N54 მარშრუტს.

ეს ძალიან კარგი საქმეა, მისასალმებელია ასეთი გადაწყვეტილება”-ამბობს დავით უთმელიძე.

თბილისის მერიამ განსაზღვრა 10 მარშრუტი, რომლებზეც ახალი ავტობუსები გადანაწილდება. უახლოეს დღეებში ისინი N85 და N95 მარშრუტებზე გავლენ.

იხ.

10 მარშრუტი, რომლებზეც ახალი ავტობუსები გადანაწილდება

Facebook Comments
x

Check Also

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა

მარიამ ახალკაცი ანრი ოხანაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. ვახტანგ რობაქიძე ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის ორი ...