Home » მთავარი » “ყველაზე ნაკლები კითხვა მაქვს მალხაზ მაჩალიკაშვილთან…”

“ყველაზე ნაკლები კითხვა მაქვს მალხაზ მაჩალიკაშვილთან…”

ამირან სალუქვაძე

ანალიტიკოსი

-გუშინს შემდეგ ვაკვირდები სუს-ის მიერ გავრცელებული აუდიო მასალის შესახებ გასულ სიუჟეტებს, ვკითხულობ სტატიებს, სტატუსებს, ვინ რა კითხვებს სვამს და ვინ რა განცხადებებს აკეთებს.

ძალიან ბევრი მაკვირვებთ, კითხვების დამსმელებიც და მოპასუხეებიც. მივყვეთ თანმიმდევრობით.

სტანდარტული მიდგომა, – თუ ჩანაწერი ავთენტურია, მაშინ საქმე გვაქვს არა ცხელ გულზე ნათქვამ ფრაზასთან, როგორადაც შეიძლებოდა აღვექვა წინა გამონათქვამები თავის აფეთქების შესახებ, არამედ კონკრეტული ინსტრუქციების მიცემასთან.

თუმცა, თავის აფეთქებებიც მთელ მსოფლიოში დანაშაულის კონკრეტულ კატეგორიაში გადის, თუ საუბარია თავის აფეთქებაზე საზოგსდოებრივი თავშეყრის ადგილებში, სახელმწიფო დაწესებულებებთან და ა.შ.

სულაც რომ უკაცრიელ ადგილას აიფეთქოს ვინმემ თავი, მაინც დადგება ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო დამზადების, ნივთიერებების მოპოვების, შენახვის კუთხით და სხ.

დავუბრუნდეთ ჩანაწერს. გააკეთა სუსმა განმარტება და ისედაც ჩანდა, რომ ეს არაა სატელეფონო საუბარი, ისმის მანქანების მიძრაობის ხმა. ჩანაწერი ერთიანია, გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში, სადაც ერთი პირი მეორეს აძლევს კონკრეტულ ინსტრუქციებს და, ამავე დროს, უსაბუთებს, თუ რატომ უნდა მოიქცნენ ასე.

ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს და მხოლოდ ემოციებით ვერ გადაიფარება. ჟურნალისტებისთვის დედის შეგინებაც წამგებიანია და საზოგადოების პოზიტიურ განწყობას ვერ შექმნის.

აი, ამ შეგინებას დავაბრალებდი ემოციებს, მაგრამ, მიუხედავად ემოციებისა, არ ამშვენებს.

ყველაზე ნაკლები კითხვა მაქვს მალხაზ მაჩალიკაშვილთან. მის მიმართ მხოლოდ სამართლებრივ ჭრილშია კითხვები და დაველოდები პროცესების განვითარებას.

გაცილებით ბევრი კითხვაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ზემოთ ვახსენე, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს ქმნიან.

ზოგი საუბრობს, თუ დაარღვია, დააკავეთო. როცა დააკავებენ, ჯერ იტყვიან არსათანადო საფუძველი იყოო, მერე პოლიტპატიმრად მონათლავენ. ზოგმა სისხლის აღებად მონათლა და ამით გაამართლა. ზოგმა წაიყრუა. ზოგმა სხვადასხვა ნიშნით ვითარების გამწვავებას დაუკავშირა და ა.შ.

პრინციპში, კითხვებიც არ მაქვს. მოკლედ გეტყვით: სადაც იწყება საზოგადოების უსაფრთხოების სივრცე, იქ გადის ზღვარი, რა ჯდება პოლიტიკური, საექსპერტო თუ ჟურნალისტური საქმიანობის ნორმებში და რა სცდება მას.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, ...