Home » მთავარი » ვაზიანის ბაზაზე ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს – გამოძიება დაიწყო

ვაზიანის ბაზაზე ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს – გამოძიება დაიწყო

სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე 12 მაისს, ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს.

„სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“.

Facebook Comments
x

Check Also

`ქვეყანა ბუტკა არ არის”, „ქართული ოცნება” ანუ დაუჯერებელი ამბავი“ – „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ფრთამ პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართა

„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართა. აქტივისტებს  პლაკატები ჰქონდათ წარწერებით: „ქართული ოცნება” დეპრესიაშია”, ...