Home » მთავარი » “სააკაშვილი ემიგრანტებს ფულს სთხოვს, თავად კი ფლორიდაში ძვირადღირებულ ვილებს ყიდულობს”

“სააკაშვილი ემიგრანტებს ფულს სთხოვს, თავად კი ფლორიდაში ძვირადღირებულ ვილებს ყიდულობს”

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებით, საერთაშორისო დონის თაღლითობა და იშვიათი თავხედობაა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპის სხვადასხვა ქალაქში ხვდება ქართველ ემიგრანტებს და მათ ფულს სთხოვს, თავად კი ფლორიდაში ძვირადღირებულ ვილებს ყიდულობს, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგებებით ნაშოვნი თანხით.

,,აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც მძიმე შრომით ირჩენს თავს და არჩენს ოჯახებს საქართველოში, მათ სთხოვს სააკაშვილი ფულს პოლიტიკური საქმიანობისთვის. ის სკანდალშია გახვეული და ხელისუფლების მიმართ გამოთქმული აბსურდული ბრალდებებით ცდილობს ამ სკანდალის გადაფარვას“, – აცხადებს მამუკა  მდინარაძე.

ის დარწმუნებულია, რომ  ამ თავხედობას ამომრჩეველი კიდევ ერთხელ უპასუხებს 19 მაისს და მხარს არ დაუჭერს პოლიტიკურად გაკოტრებულ ძალას, რომელიც ქვეყანას წარსულში დააბრუნებს.

Facebook Comments
x

Check Also

სააღდგომო ლიტურგიას თვალ-ყურს ვადევნებ სახლიდან, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გეგმავს, სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზორში უყუროს. „მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ...