Home » მთავარი » “ვეცდებით, რომ უშიშროების საბჭოს აპარატი იყოს სრულად აპოლიტიკური”

“ვეცდებით, რომ უშიშროების საბჭოს აპარატი იყოს სრულად აპოლიტიკური”

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უსაფრთხოების საბჭოს მდივნის რანგში დღეს უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდა. გიორგი გახარია მზად არის საბჭოს სტრატეგია ექსპერტების მონაწილეობით  შეიმუშავოს.

“სისტემური ანალიზის ნაწილში, რა თქმა უნდა, ექსპერტების დახმარება გვჭირდება, ჩვენ ვეცდებით, რომ უშიშროების საბჭოს აპარატი იყოს სრულად აპოლიტიკური და იყოს პროფესიული მაღალი დონის ექსპერტებით წარმოდგენილი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიასთან შეხვედრისას ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ახლად შექმნილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ეფექტური საქმიანობის მნიშვნელობას.

ანალიტიკოსები და ექსპერტები ერთობლივი მუშაობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ უსაფრთხოების საბჭოს აპარატი აპოლიტიკური იქნება.

საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა 1 მაისს გაიმართა. საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ყველა იმ უწყების მაკოორდინირებელი ორგანო, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და  განახორციელებს პრემიერმინისტრის ინფორმირებას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ...