You are here
დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე სასაზღვრო ზოლის პრობლემატიკა მთავარი პოლიტიკა 

დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე სასაზღვრო ზოლის პრობლემატიკა

საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეებს შორის ბაქოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვმა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმდინარეობა და სამომავლო ნაბიჯები განიხილეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის სამთავრობო კომისიების ოფიციალური სხდომა შემდეგ კვირას ჩატარება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3 შეთანხმებულია შესაბამისი კომისიების მიერ და აუცილებელია აქტიური კომუნიკაციის განახლება შეუთანხმებელი მონაკვეთებზე მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით“.

ორი ქვეყნის წარმომდგენლებმა ხაზი გაუსვეს საკითხის მნიშვნელობას და აღნიშნეს რომ მიუღებელია საკითხის ირგვლის  ნებისმიერი სახის პროვოკაციები.

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობისას იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით, დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე სასაზღვრო ზოლის პრობლემატიკას შემდეგ შეხვედრაზე დაუბრუნდებიან.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მოლაპარაკებების კონსტრუქციული მიდგომით წარმართვაზე და ხაზი გაუსვეს სამუშაო პროცესში ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინების აუცილებლობას“.

Comments

comments

Related posts