You are here
ბეჭდები შეიცვლება – ოპოზიცია ამბობს, რომ მიიღეს პირობა ცესკო-ს თავმჯდომარისგან არჩევნები მთავარი 

ბეჭდები შეიცვლება – ოპოზიცია ამბობს, რომ მიიღეს პირობა ცესკო-ს თავმჯდომარისგან

ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვს. ამ მოთხოვნით ზუგდიდში აქცია საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაიმართა.

ხმაურის და დაპირისპირების შემდეგ, კომისიიდან გატანილი სიები ადგილზე დაბრუნებულია. სიები საოლქო კომისიაში მას შემდეგ დააბრუნეს, რაც ოპოზიციამ, ხელისუფლების მიერ, არჩევნების ორგანიზებულად გაყალბების გეგმა აღმოაჩინა და ეს ფაქტი, საარჩევო კომისიაში გააპროტესტა.

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს მათი პირველი გამარჯვებაა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მათ მიიღეს პირობა ცესკო-ს თავმჯდომარისგან, რომ ბეჭდები შეიცვლება.

 

 

Comments

comments

Related posts