Home » ეკონომიკა » “სექტემბრიდან უარეს ვითარებას უნდა ველოდოთ! ფასების შენარჩუნება თითქმის შეუძლებელია!”

“სექტემბრიდან უარეს ვითარებას უნდა ველოდოთ! ფასების შენარჩუნება თითქმის შეუძლებელია!”

მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული სეზონი ახლოვდება, რაც, წესით, ლარის კურსზე დადებით გავლენას უნდა ახდენდეს, ვითარებადრამატულია. ლარის გაუფასურებას თან ერთვის საწვავის გაძვირებაც, ხოლო ეს ორივე კომპონენტი გავლენას ახდენს ინფლაციასა და სამომხმარებლო საქონლის ფასებზე. სადაცაა ზაფხული დადგება და სავაჭრო ობიექტებში ყველაფერი ისევ ძალიან ძვირია. თუ ლარმა გამყარება მალე არ დაიწყო, შედარებით იაფი ზაფხულიც აღარ იქნება.

იმპორტიორები მიიჩნევენ, რომ თუკი ლარის გამყარების პროცესიუახლოეს მომავალში არ დაიწყება, ძალიან რთული მდგომარეობაიქნება შემოდგომაზე. ზაფხული ყოველთვის შედარებით იაფი დამარტივად გადასაგორებელი პერიოდია, თუმცა ბოლოს ეს ტენდენციაცშეიცვალა და ამასაც ბოლო მოეღო.

იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ივა ჭყონია “ბიზნეს-რეზონანსთან” ამბობს, რომ მაისში ლარის ამ დოზითგაუფასურება რთულ მოლოდინს ქმნის შემოდგომისათვის, რასაცსაწვავის ფასის მატებაც დაერთო.

“მძიმე მდგომარეობაა. საწვავის ფასის ზრდაც და ლარის კურსისვარდნაც ნამდვილად იმოქმედებს სასაქონლო ბაზარზე. როგორც კი2.70-ს ასცდება კურსი, მაშინვე საგანგაშო მდგომარეობაა. რა თქმაუნდა, ამას მოჰყვება საქონლის გაძვირება. როდესაც ახლა, ამსეზონზე ასეთი მდგომარეობაა და ლარი ვერ მყარდება, რაღა იქნება შემოდგომაზე? სექტემბრიდან უარეს ვითარებას უნდა ველოდოთ. ასეთ პირობებში ძველი ფასების შენარჩუნება თითქმის შეუძლებელია,რადგან იმპორტირებული პროდუქცია ყველგან სჭარბობს,” – აღნიშნა ივა ჭყონიამ.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა საუკეთესო პერიოდია ტურისტულითვალსაზრისით, ეს ფაქტორი ვერანაირ დადებით გავლენას ვერ ახდენსლარზე. ბაზარზე ყველაფრის ფასი დღითი დღე იმატებს და ეკონომიური ფონი მძიმდება. ეკონომისტების აზრით, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მდგომარეობა გართულდება, რადგანლარის გამყარება ამ მოცემულობით თითქმის წარმოუდგენელია.

ფასების ზრდას ადასტურებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობაგვენეტაძე და უცნაური დასკვნაც გამოაქვს: `მშპ სტაბილურადიზრდება და ასევე, ფასების სტაბილური ზრდა უზრუნველყოფილია.”

“მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიისდონეზე შეთანხმება მიღწეულია. დადებითი ტენდენციებიმაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში გრძელდება, რაც სწორ პოლიტიკასუსვამს ხაზს. მშპ სტაბილურად იზრდება და ასევე ფასებისსტაბილური ზრდა უზრუნველყოფილია. განსაკუთრებით აღნიშვნისღირსია საგარეო სექტორის დადებითი დინამიკა, რაც 2017-2018 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე აისახა,” – აღნიშნა გვენეტაძემ.

ლარის გაუფასურებასა და საწვავის ღირებულების ზრდასთანერთად, მაღალ ინფლაციაზე საუბრობს ეკონომიკის დოქტორი რატიაბულაძე. იგი ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკადიდი გამოწვევების წინაშე დგას.

“2019 წელი ეროვნული ვალუტისთვის ცუდად დაიწყო. ყოველდღევხედავთ მცირე, თუმცა გაუფასურების დინამიკას. ამას ემატებაფასების ზრდა საწვავზე, სურსათზე. აპრილში, წინა წელთანშედარებით, ფასები გაიზარდა საზოგადოებისათვის ყოველდღიურად აუცილებელ პროდუქტებსა და მომსახურებაზე. ჯამში, წლიური ინფლაციის დონემ 4.1% შეადგინა.

ბუნებრივია, ვალუტის კურსის გაუფასურებასა და საწვავისგაძვირებას მოსდევს ნეგატიური თანმდევი შედეგები, რაც მძიმედაისახება საზოგადოების სოციალურ მდგომარეობაზე. მხოლოდსტაბილურობა (ვალუტის კურსის, საწვავის ფასის) და განსაზღვრულდიაპაზონში `მერყეობა~ ქმნის საზოგადოებისა და ეკონომიკისგანვითარების პირობებს.

ნავთობის ბაზარზე აღსანიშნავია გლობალური მიწოდებისშეფერხება, რისკების ზრდა, ტრეიდერების მიერ ფასის მატება(არაპროგნოზირებადი გარემოსა და რისკის გამო). ამ ყველაფერს თუსაქართველოში სავალუტო კურსის ცვლილებასაც დავუმატებთ,დავინახავთ, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მნიშვნელოვანიგამოწვევების წინაშე დგას,” – განაცხადა `ბიზნეს-რეზონანსთან~აბულაძემ.

ამჟამინდელი მდგომარება მართლაც სავალალოა. ძვირი ზამთრისადა კიდევ უფრო ძვირი გაზაფხულის გადაგორების შემდეგ მოსახლეობასიმედი ჰქონდა, რომ ზაფხული მაინც იქნებოდა შედარებით იაფისამომხმარებლო ფასების თვალსაზრისით. როგორც ჩანს, ლარისგაუფასურება და საწვავის გაძვირება ამის შანსსაც სპობს. წელსზაფხული ისეთივე სიძვირით იქნება გამორჩეული, როგორც წინათვეები.

წყარო: “რეზონანსი”

Facebook Comments
x

Check Also

შეწყალების მორატორიუმის საკითხზე განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა

შეწყალების მორატორიუმის საკითხზე განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მინისტრი იმედოვნებს, რომ პარლამენტი სამუშაო ჯგუფს ...