Home » მთავარი » “ექვს საათზე მივიდეთ ფეოდალის სასახლესთან და ეს ძალადობა გავაპროტესტოთ!”

“ექვს საათზე მივიდეთ ფეოდალის სასახლესთან და ეს ძალადობა გავაპროტესტოთ!”

ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ყველას მოუწოდებს, დღეს, 6 საათზე პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეიკრიბონ და გააპროტესტონ ის უსამართლობა და უპრეცედენტო ძალადობა, რაც ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანი პირის მიმართ მოხდა.

“საღამოს ექვს საათზე ყველანი უნდა მივიდეთ ფეოდალის სასახლესთან და ეს ძალადობა გავაპროტესტოთ. მივიდეთ შუშის სასახლესთან და მოვითხოვოთ შინაგან საქმეთა მინისტრის და გენერალური პროკურორის გადადგომა. ჩვენ იქიდან არ უნდა წამოვიდეთ, სანამ ეს ადამიანები იქიდან გაყრილები არ იქნებიან.

იმიტომ რომ გაუპატიურების ფაქტს აშკარად მალავდა, როგორც პოლიციამ ასევე პროკურატურა“, – განაცხადა ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა “2020NEWS“ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, ქურდობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი თემურ ასლამაზაშვილი ბოლნისის პოლიციაში საშინლად აწამეს. არასწრულწლოვანი სასტიკად სცემეს და ბოთლზე დასმით დაემუქრნენ.

 

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ...