Home » მთავარი » კომპანია “იპსოსი” საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

კომპანია “იპსოსი” საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

კომპანია “იპსოსი” საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ხმას, “ქართულ ოცნებას” მისცემდა, “გაერთიანებული ოპოზიციას” 18%, ხოლო “ევროპული საქართველოს” – 7%.

მეოთხე და მეხუთე ადგილებს ერთნაირი შედეგებით ინაწილებენ “პატრიოტთა ალიანსი” და “ლეიბორისტული პარტია” , ორივეს 3%  აქვს.

გამოკითხულთა 1% მისცემდა ხმას “თავისუფალი საქართველოს”. “რესპუბლიკური პარტია” ამ შემთხვევაში არავის დაუსახელებია.

როგორც ყველა სხვა კვლევაში, ამჯერადაც მაღალია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც კონკრეტულ პასუხს არ იძლევიან და ზუსტად არ არის ცნობილი, როგორ მოიქცევიან ისინი არჩევნების დღეს.

გამოკითხულთა 18% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემს ხმას. თითქმის ამდენივე, 17% არც ერთი პარტიის მხარდაჭერას არ აპირებს, ხოლო 9% უარს აცხადებს პასუხზე.

მოსახლეობას ყველაზე პოზიტიური განწყობა “ევროპული საქართველოს” მიმართ აქვს – ამის შესახებ “იპსოსი“-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია

ნათქვამი. კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 46%-ს ყველაზე პოზიტიური განწყობა “ევროპული საქართველოს” მიმართ აქვს. 40%-იანი შედეგით მეორე ადგილს იკავებს გაერთიანებული ოპოზიცია, მესამე ადგილზეა მმართველი გუნდი: “ქართული ოცნება” – 38%.

32% “ლეიბორისტული პარტია”, “პატრიოტთა ალიანსი” – 25%, “თავისუფალი საქართველო” – 16%. “რესპუბლიკელები” – 12%.

კითხვაზე – როგორია თქვენი მოლოდინი, როგორი შედეგით დასრულდება 2020 წლის არჩევნები?- გამოკითხულთაგან ყველაზე მეტი ადამიანი, 20% თვლის, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს და თანაც უმრავლესობით მოხვდება საკანონმდებლო ორგანოში.

რესპოდენტების 18% ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს და უმრავლესობით შევა პარლამენტში, ანუ მანდატების ნახევარზე მეტს მოიპოვებს.

13% ელოდება, რომ “ქართული ოცნება” კი გაიმარჯვებს, მაგრამ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ანუ დეპუტატების 50%-ზე ნაკლებს დააგროვებს პარლამენტში.

4% კი ფიქრობს, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს, მაგრამ უმრავლესობის მოპოვების გარეშე.
გამოკითხულთა 40%-ს დასმულ კითხვაზე პასუხი არ აქვს, 5% კი უარს აცხადებს პასუხზე.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

დღეს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი ...