You are here
ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა მთავარი სამართალი 

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ გელა კვარაცხელიას, რომელსაც 14 მაისს გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და მის თანმხლებ პირებზე თავდასხმა ედება ბრალად, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გელა კვარაცხელიას პროცესზე ადვოკატი არ ჰყავდა და მან თავად მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა.

 

Comments

comments

Related posts