Home » არჩევნები » 5 ათასამდე ადამიანი შუალედურ არჩევნებზე დამკვირვებლად

5 ათასამდე ადამიანი შუალედურ არჩევნებზე დამკვირვებლად

გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში შუალედურ არჩევნებზე დამკვირვებელთა უპრეცედენტო მობილიზაციას ახდენს. სადამკვირვებლო პროცესში ჩართული იქნება მხოლოდ ზუგდიდში 5 ათასამდე ადამიანი, მათ შორის პარტიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი

„ვნახეთ, რა მეთოდებით მოქმედებს ქართული ოცნება, შევისწავლეთ მათი მეთოდები, მოვემზადეთ და არავითარ შემთხვევაში აღარ გავაყალბებინებთ არჩევნებს და დავიცავთ ამომრჩევლის ყოველ ხმას. დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩამოგვყავს 1400 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ვამბობთ, რომ გვყავს 216 კომისიის წევრი, რომელიც არ იქნება ე.წ. ხელისუფლების კონტროლქვეშ. ჩამოდის 2 ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც მშვენივრად ხვდება, რომ მათაც ეხება გაყალბება, გაყალბების მცდელობები და მათი სამოქალაქო უფლებებიც ირღვევა და მათი კონსტიტუციური უფლებები იზღუდება. ჩამოგვყავს ათასამდე მოხალისე. ყველა იმოქმედებს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აქვთ მიღებული უმკაცრესი ინსტრუქცია ყველა პარტიის ხელმძღვანელებისგან, არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ პროვოკაციებს, არავითარ შემთხვევაში არ უპასუხონ ძალადობას ძალადობით“

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ...