Home » მთავარი » “ეს არის არა სოციოლოგიური კვლევა, არამედ წინასწარმეტყველება…”

“ეს არის არა სოციოლოგიური კვლევა, არამედ წინასწარმეტყველება…”

Ipsos-ის მეირ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. კობახიძემ განაცხადა, რომ ამ “არ ენდობა ამ წინასწარმეტყველებას”.

-“2020 წელთან დაკავშირებით სოციოლოგიური კვლევები არ ტარდება ხოლმე. ეს არის არა სოციოლოგიური კვლევა, არამედ წინასწარმეტყველება და წინასწარმეტყველების გამოქვეყნებაზე არის გადასული „რუსთავი2“. რაც შეეხება „რუსთავი2“-ის, იგივე „ნაცმოძრაობის“ კვლევებს, ისინი ყოველთვის აცხადებენ ხოლმე კვლევის შედეგებს და ბოლოს არჩევნების მეორე დღეს სხედან ხოლმე საკუთარ ეთერში. ეს არის პრაქტიკა, რომელიც დაამკვიდრეს ბოლო წლების განმავლობაში, ადრე აყალბებდნენ ისინი არჩევნებს, ახლა კვლევის შედეგებს, ბუნებრივია არავითარი შედეგის მომტანი კვლევების გაყალბება არ არის.

„როდესაც საბოლოო ჯამში გამოცხადდება არჩევნების ოფიციალური შედეგები, გპირდებით, რომ ეს შედეგები დაემთხვევა იმ კვლევის შედეგებს, რომელიც გვაქვს ჩვენ და რომელიც უდევს „ნაცმოძრაობას“ და ნიკა გვარამიას,“-აცხადებს კობახიძე.

კომპანია “იპსოსი” საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ხმას, “ქართულ ოცნებას” მისცემდა, “გაერთიანებული ოპოზიციას” 18%, ხოლო “ევროპული საქართველოს” – 7%.

http://www.gmtv.ge/58479-2/

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ...