Home » არჩევნები » გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა პოლიცია გამოიძახეს

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა პოლიცია გამოიძახეს

დაძაბული ვითარება ზუგდიდში – გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა პოლიცია გამოიძახეს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ერთ-ერთ მანქანაში ამომრჩეველთა სამაგიდო სიები შენიშნეს და პოლიციას მისი ამოღება მოსთხოვეს.

პოლიციის მოსვლის შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანი წითლიძეს „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა ხელი ჰკრა. ანი წითლიძე პოლიციას მისი დაკავებისკენ მოუწოდებს.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული. ამ დროისათვის ბოქსირებულ განყოფილებაში მხოლოდ 13 პაციენტი იმყოფება. ...