Home » არჩევნები » ზესტაფონში „თავისუფალი საქართველოს“ კოორდინატორი დააკავეს

ზესტაფონში „თავისუფალი საქართველოს“ კოორდინატორი დააკავეს

ზესტაფონში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კოორდინატორი დააკავეს.

მერობის კანდიდატის გოგის წულაიას თქმით, 26-ე საარჩევნო უბანზე სპარტაკ კაპანაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით სამართალდამცველებმა საარჩევნო უბნის ტერიტორიიდან გაიყვანეს.

წულაია ამბობს, რომ კოორდინატორმა შენიშვნა მისი მხარდამჭერი მაისურის ტარების გამო მიიღო, რაც კანონდარღვევაა.

მერობის კანდიდატის ბრალდებებს უარყოფს კომისიის თავმჯდომარე. იზა ღიბრაძის თქმით, მაისურთან დაკავშირებით შენიშვნის მიღებისთანავე სპარტაკ კაპანაძემ ყვირილი დაიწყო, აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდა, რის გამოც კომისიის თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა.

კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ კოორდინატორმა მათაც წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა დააკავეს.

Facebook Comments
x

Check Also

“გავაგონოთ ივანიშვილს და მის პრეზიდენტს ხალხის პროტესტი!..”-აქცია ათონელზე

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს. ზაალ უდუმაშვილის თქმით, რეზიდენციასთან აქცია ...