Home » მთავარი » გიორგი კაპანაძე თავისუფალია, ის გახარიას პირად შურისძიებაზე საუბრობს

გიორგი კაპანაძე თავისუფალია, ის გახარიას პირად შურისძიებაზე საუბრობს

გიორგი კაპანაძე თავისუფალია. მან წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა და განაცხადა, რომ ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს.

-გახარიას პირადი შურისძიება იყო მიზანი რომ ჟურნალისტები გააჩუმოს და ჩაახჩოს ჩვენი ხმა. ჟურნალისტებს პოლიციელები უწყობენ პროვოკაციებს”.

სამართალდამცველებმა ონლაინ გამოცემა PRESA.GE-ის მთავარი დირექტორი გიორგი კაპანაძე რამდენიმე საათის წინ დააკავეს.

შეგახსენებთ:

“აიტივის” ჟურნალისტი, სუზი მიკირტიჩიანი დაკავების მომენტში გიორგი კაპანაძესთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, მათ ორი პიკაპი შენიშნეს გზაზე, მანქანასთან მიახლოების შემდეგ კი შიგნით მჯდომებმა მათ კითხვებს არ უპასუხეს.

“აიტივის” ჟურნალისტს სამართალდამცავებმა არც მაშინ უპასუხეს, როდესაც მან კაპანაძის დაკავების მომენტში, მიზეზებზე პოლიციელებს კითხვები დაუსვა.

Facebook Comments
x

Check Also

კამელინის გამოყენებით სავსებით შესაძლებელია მალიგნიზაციის თავიდან აცილება

პრეპარატი კამელინი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რომელიც არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს ან სხვა გვერდით მოვლენა. პრეპარატი ...