Home » მთავარი » “იწყება ხმების დათვლის პროცესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია”

“იწყება ხმების დათვლის პროცესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია”

თამარ ჩუგოშვილი

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საერთაშორისო მდივანი

– ზუსტად 8 საათზე, ოლქებში, სადაც შუალედური არჩევნები იმართებოდა, საარჩევნო უბნები დაიხურა.

მთელი გუნდის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა, მივიდა არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებსა და პარტიულ აქტივს, რომლებმაც მთელი დღის განმავლობაში დაუღალავად იშრომეს და ოპონენტების პროვოკაციებს სამაგალითოდ გაუმკლავდნენ.

ასევე, მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო დამკვირვებლებს, ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა არჩევნების ჩატარებაში.

ამასთანავე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა იმ ოლქში,სადაც ჩვენი ოპონენტები არ იყვნენ კონცენტრირებულნი განსაკუთრებით დიდი დოზით, პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა. ხოლო იქ, სადაც მათ განსაკუთრებული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული, მათი მხრიდან არ წყდებოდა პროვოკაციებისა და დაპირისპირების მცდელობები.

რეალურად, საარჩევნო დღე სერიოზული დარღვევების გარეშე წარიმართა, რასაც ყველაზე ცალსახად გამოხატავს სწორედ საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი საჩივრების მინიმალური რაოდენობა რომელიც მინიმალურია და ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა.

აქვე მინდა ავღნიშნო, შედეგების შეჯამების პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, ახლა იწყება ხმების დათვლის პროცესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. დამკვირვებლების საფარ ქვეშ მოქმედი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში აფერხებდნენ და ხელს უშლიდნენ საარჩევნო კომისიის მუშაობას, სავარაუდოდ შეეცდებიან ხელი შეუშალონ ხმის დათვლის პროცესს.

ამიტომ, გთხოვთ საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ, რათა არცერთი მოქალაქის, არცერთი ამომრჩევლის და მხარდამჭერის ხმა არ იყოს დაკარგული.

გვინდა გავაფრთხილოთ ყველა პირი, რომელიც კენჭისყრის დასრულების შემდგომ იმყოფება უბანზე და აკვირდება ხმების დათვლის პროცესს, მოიქცნენ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ხელოვნურად არ შეუშალონ ხელი კომისიის მუშაობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

ყველას დიდი მადლობა, ამ არჩევნებზე ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ

Facebook Comments
x

Check Also

თბილისობა 5 და 6 ოქტომბერს გაიმართება

თბილისობა 2019 წელს 5 და 6 ოქტომბერს გაიმართება. პირველი თბილისობა 1979 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა. ...