Home » მთავარი » შიმშლობის მე-7 დღე და „ჯორჯიან მანგანეზის“ გამოხმაურება

შიმშლობის მე-7 დღე და „ჯორჯიან მანგანეზის“ გამოხმაურება

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება და მეშვიდე დღეა შიმშილობა არ წყდება.

რამდენიმე მათგანმა გვიან ღამით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სამართალდამცველების თხოვნით ნაკერები მოიხსნეს.

დილიდან აქციას უამრავი ადამიანი შეუერთდა. გაფიცულებს სოლიდარობას ჭიათურის მცხოვრებლებიც უცხადებენ.

„მაღაროელების გაფიცვით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ყოველდღე მილიონი ლარით ზარალდება, ქვეყნისთვის კი ეს გახლავთ დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის ექსპორტის შემცირება“, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება მაღაროელების გაფიცვა, მით უფრო დიდ დარტყმას მიიღებს საქართველოს ეკონომიკა.

-„წინასწარი გათვლებით ეს გახლავთ დაახლოებით მილიონი ლარი დღეში, ქვეყნისთვის ეს გახლავთ დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის ექსპორტის შემცირება. ვფიქრობ, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი, რაც უფრო დიდხანს არ გამოყოფენ გაფიცულები საინიციატივო ჯგუფს, რომელთანაც შედგება მოლაპარაკება და საკითხები შეჯერდება, მით უფრო დიდი იქნება ის დარტყმა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკა მიიღებს“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

„ჯორჯიან მანგანეზი“ აპირებს აღნიშნული პროცესი სასამართლოში გააგრძელოს და სიტუაცია კანონის დახმარებით დაარეგულიროს. „დღეის მდგომარეობით, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში საწარმოო პროცესი გაჩერებულია, არც ერთი ქვედანაყოფი არ მუშაობს. ვინაიდან, ჩვენ მიგვაჩია, რომ აღნიშნული გაფიცვა არის უკანონო, ჩვენი იურიდიული სამსახურები და იურისტები ამზადებენ იმ დოკუმენტაციას, რომლითაც მოხდება სასამართლოში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა და სამართლებრივი პროცესების დაწყება ამ ღონისძიების წინააღმდეგ“, – აღნიშნა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა.

აქციის მონაწილეების ნაწილი ქალაქის შესასვლელშია და კომპანიის მძიმეწონიან მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

Facebook Comments
x

Check Also

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. თავდაცვის ...