Home » მთავარი » “ვიცი წაკითხვის შემდეგ, ბევრი გამოჩნდება, რომელიც მისაყვედურებს, ორი ფაქტორის გამო…”

“ვიცი წაკითხვის შემდეგ, ბევრი გამოჩნდება, რომელიც მისაყვედურებს, ორი ფაქტორის გამო…”

ზვიად ტომარაძე

“ერი და სახელმწიფო”

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქთან დაკავშირებით!
როგორც ცნობილია ქუთაისში დაგეგმილია საუნივერიტეტო ქალაქის მშენებლობა. როდესაც ქვეყანაში რაიმე შენდება, მითუმეტეს განათლების კერა, წესით უნდა გიხაროდეს, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით:
1. სახელმწიფოში სადაც უმწვავესი დემოგრაფიული პრობლემებია, ხალხი უმუშევრობის გამო ქვეყნიდან გარბის, მომხმარებელ ერად ვიქეცით და ფაქტიურად არაფერს ვაწარმოებთ, ხოლო უნივერსიტეტები საკმარისად გვაქვს (ხარისხს გააჩნია), ისმევა კითხვა რა საჭიროა ამ მასშტაბის უნივერსიტეტის მშენებლობა, რომელიც მილიარდ ევროზე მეტი ჯდება?
2. დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს თუ დავაკვირდებით, მიმდნარეობს “ახალი მსოფლიო წესრიგის” მშენებლობა, სადაც ერი–სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს, მათ შორის საქართველო. შესაბამისად, მიგრაციული პროცესები ერი–სახელმწიფოს გაქრობის ერთ–ერთი მთავარი ინსტრუმენტია სხვა ფაქტორებთან ერთად.
3. ქუთაისის ახალი უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზეა გათვლილი. ადვილი წარმოსადგენია, რომ ამ 60 000–დან უმრავლესობა უცხოელი სტუდენტები იქნებიან, ძირითადად აზიის ქვეყნებიდან (ძნელად სავარაუდოა ევროპიდან ვინმე ჩამოვიდეს). გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქუთაისი ძირითადად ეთნიკურად ქართული ქალაქია, შესაბამისად რამდენიმე ათასი უცხოელი სტუდენტის ჩამოსვლა და წლობით სწავლა ამ მდგომარეობასაც შეცვლის, მათ შორის დაოჯახების შემთხვევაშიც.
4. სამშენებლო კომპანია „ატუს“ ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისთვის, „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების მოჭრის უფლება მიენიჭა. ამის შესახებ მთავრობის 17 მაისის განკარგულებაშია აღნიშნული.
5. ამ სტატუსის წაკითხვის შემდეგ, ბევრი გამოჩნდება, რომელიც მისაყვედურებს, ორი ფაქტორის გამო: 1) ეს კაცი რა ყველაფერის წინააღმდეგიაო და 2.) უნივერსიტეტს ბიძინა ივანიშვილი აშენებს, კერძო ფულია და რასაც უნდა იმას ააშენებსო… პირველზე ვუპასუხებ, რომ მე ყოველთვის მხოლოდ იმის წინააღმდეგი ვარ, რაც საფრთხის შემცველია; მეორეზე კი – მართალია ფული მისია, მაგრამ, როდესაც ქვეყანა გაბარია და ამ ქვეყანას კიტრი, პამიდორი და კარტოფილი ვერ მოუყვანია და ძირითადი სასურსათო პროდუქციის 85% იმპორტი შემოაქვს, ხოლო შენ კი ხან მარიხუანის კულტივაცია გსურს, ხან 60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობა, ორი ვარიანტია, ან შეგნებული მავნებელი ხარ, ან იძულებული ხარ დაკვეთა შეასრულო! ორივე შემთხვევაში კი შედეგი ერთია!

Facebook Comments
x

Check Also

უამრავი სიურპრიზი – ზედაზენი „ბლექსი არენაზე” დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების სპონსორია

სს “ქართული ლუდის კომპანია” Check in Georgia-ს ფარგლებში,  „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ...