Home » მთავარი » ​პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი და 3 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა

​პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი და 3 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

ამის გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 3 პირობით მსჯავრდებული (მათ შორის 1 ქალი), რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...